საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს მიმართეს სახმელეთო საზღვრების გახსნის თხოვნით, რათა ხალხმა შეძლოს ერთმანეთთან გამგზავრება.
პეტიციის ინიციატორი ქართველი უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა იყო, რომელმაც თქვა, რომ საკუთარი თვალით ნახა აზერბაიჯანის საზღვარზე მტირალი ხალხი, რომლებიც ახლობლებს ვერ მოინახულებენ. ბაირამოვა ამბობს, რომ ალიევის მიმართვას მხარი აზერბაიჯანის ქართულმა დიასპორამაც დაუჭირა.
* აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები დაკეტილი დარჩა სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, 2020 წლის 24 მარტიდან – ბაქო აცხადებს, რომ შეინარჩუნებს კოროვირუსული პანდემიის გამო დაწესებულ საკარანტინო რეჟიმს „სანამ საჭირო იქნება“.
ბოლოჯერ 23 ივნისს, ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, სპეციალური საკარანტინო რეჟიმის ვადა 2023 წლის 2 ოქტომბრამდე გაგრძელდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოდან აზერბაიჯანამდე მისვლა მხოლოდ საჰაერო გზით არის შესაძლებელი.