იმის ნაცვლად, რომ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, ახალქალაქსა და საქართველოს სხვა რეგიონებს შორის ავტოკომუნიკაცია რთულდება. ახალქალაქიდან ბათუმამდე მისასვლელად 8 საათია საჭირო, თუ არაფერს ვიტყბით შესაბამის ტრანსპორტზე, ავტოსადგურის რეგულარული სამარშრუტო ტაქსებზე, რომლებიც დამსვენებლებისთვის ძალიან მოუხერხებელი გრაფიკით მოძრაობს.
წელს ახალქალაქი-ბათუმის რეგულარული სამარშრუტო ტაქსები დილის 10 საათზე გადიან, რაც ნიშნავს, რომ დამსვენებელი ბათუმში დაახლოებით 6 საათზე ჩავა. ამასთან, გზაზე ყოველთვის საცობებია, ხოლო სამარშრუტო ტაქსები კი კონდიციონერით არ არის აღჭურვილი, რაც მგზავრობას კიდევ უფრო აუტანელს ხდის.
„სამარშრუტო ტაქსით წავედით, მძღოლები ძალიან კარგები, ყურადღებიანი არიან, მაგრამ მანქანები- საშინელი, მოძველებული, პირობა არ არის. დილით ადრე წავედით, მანქანა სავსე იყო, გზა ნორმალური იყო. მაგრამ უკან – არა”,- ყვება ახალქალაქის ერთ-ერთი მცხოვრები, რომელიც ოჯახთან ერთად ისვენებდა ბათუმში.
ბათუმიდან უკან ახალქალაქისკენ
მიკროავტობუსები ასევე 12-13:00 საათზე გამოდიან,რასთან დაკავშირებითაც დღის ყველაზე ცხელი ნაწილის გავლა გზაში უწევთ, ხოლო საცობები კიდევ უფრო ართულებს.
ბილეთი ღირს 40 ლარი.
ბათუმში მისვლის კიდევ ერთი შესაძლებლობა არის კერძო ტაქსის დაქირავება, რომელიც 7 მგზავრს იტევს. ეს მანქანები წასვლაზე 400-450 ლარს ითხოვენ, ისინი არარეგულარულად მოძრაობენ და სხვა მგზავრებს არ ეძებენ – ორი-სამიც რომ იყოთ, მთელი მანქანის თანხის გადახდა მოგიწევთ, ან თავად უნდა მოძებნოთ სხვა მგზავრები.
ახალქალაქიდან ბათუმამდე გზა შეიძლება მოკლე მარშრუტით შემცირდეს ხულოს მონაკვეთზე, თუმცა ეს გზა გამოუსადეგარია და ახლა რემონტდება. ამ გზის რეაბილიტაციას საქართველოს სამხრეთ ნაწილი მრავალი წელია ელოდება. ახალქალაქიდან ბათუმამდე მანძილი იმერეთის გავლით (ქუთაისი) 391 კმ-ია, ხოლო ხულოს გავლით გზა შედარებით მოკლეა – 234 კმ. როგორც “საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის” პრეს-რელიზშია მითითებული, სამუშაოების მთლიანად დასრულება 2024 წელს იგეგმება.
„ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე ტენდერი 2017 წელს გამოცხადდა, ხოლო სამუშაოები 2018 წელს დაიწყო. სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო სამშენებლო კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყდა, რის გამოც მუშაობა 2021 წლის დასაწყისში განახლდა ახალი კონტრაქტორის მიერ. (…)
მთიანი რეგიონისთვის დამახასიათებელი მძიმე კლიმატური პირობები სამუშაოს შესაბამისი ტემპით შესრულებას ზღუდავს. ამ დროისთვის სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები გზის სულ 42 კმ-ზე მიმდინარეობს. სამუშაო დაყოფილია ორ ნაწილად. პირველ და მეორე მონაკვეთებზე, ამ დროისთვის, მიწის სამუშაოების, საყრდენი კედლებისა და წყლის მოწყობილობების მოწყობა უკვე დასკვნით ეტაპზეა. პარალელურად მიმდინარეობს 4 ახალი ხიდის გადასასვლელის მშენებლობა. ამ ეტაპზე პირველი მონაკვეთის სამუშაოების 40% დასრულებულია, მეორეზე – 70%.
გზის ერთი მონაკვეთის მშენებლობა 2023 წელს დასრულდება, ხოლო მეორე მონაკვეთის მშენებლობა ეტაპობრივად 2024 წელს დასრულდება. (…)
გარდა ამისა, რთული რელიეფისა და გეოლოგიური პირობების გამო, 17 მონაკვეთზე მეწყერი განვითარდა. ამ მიმართულებების ინტენსიურად შესწავლა და საპროექტო გადაწყვეტილებების შემუშავება მიმდინარეობს. 8 მეწყერსაშიშ ადგილზე მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა.
პროექტის დასრულებამდე არსებულ გზაზე საავტომობილო ტრანსპორტის გამავლობის უზრუნველსაყოფად პერიოდულად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები“, – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.
Jnews-თან სატელეფონო საუბარში საგზაო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა აღნიშნა, რომ ეს აქტუალური ინფორმაციაა.
ხულო-ზარზმის განახლებული გზა სამცხე-ჯავახეთის და აჭარის რაიონებს უმოკლესი გზით შეაერთებს. სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები გზის 42-კილომეტრიან მონაკვეთზე ტარდება. პროექტის ფარგლებში ასფალტბეტონის 2 ზონის დაფარვა ჩატარდება. გზის სარემონტო სამუშაოები ქუვეითის ფონდის მიერ ფინანსდება. სამუშაოების ღირებულება 95 689 302 ლარს შეადგენს.