Visualcapitalist-მა 2022 წლის მსოფლიოს უმსხვილესი ღვინის მწარმოებლები ქვეყნების რეიტინგი წარმოადგინა. საქართველო ამ რეიტინგში 18-ე ადგილზეა 2,135 ჰლ ღვინის წარმოებით, რუსეთი – 11-ზე (4,700 ჰლ), უკრაინა – 28-ზე (660 ჰლ).
სიის სათავეში იტალიაა. მსოფლიოს უმსხვილესმა ღვინის მწარმოებელმა ქვეყანამ 2022 წელს თითქმის 50 მილიონი ჰექტოლიტრი (ერთი ჰექტოლიტრი უდრის 100 ლიტრს) ღვინო აწარმოვა, რაც დაახლოებით 1994 წლის ოლიმპიური საცურაო აუზის რაოდენობის ღვინოა და წელიწადში წარმოებული მთლიანი ღვინის თითქმის მეხუთედია. ამ ღვინის ნახევარზე ნაკლები საზღვარგარეთის ბაზრებზე გაიგზავნა, რაც იტალიას სასმლის უმსხვილეს ექსპორტიორად აქცევს მსოფლიოში.
სამეულში არიან ევროპის ქვეყნები: საფრანგეთი (45,6 ჰექტოლიტრი) და ესპანეთი (35,8 მლნ ჰექტოლიტრი). ეს სამი ქვეყანა ერთად მსოფლიოს ღვინის მარაგის ნახევარს აწარმოებს.
აშშ, საუკეთესო ღვინის მწარმოებელი ქვეყნების რეიტინგში, მე-4 ადგილზეა და უსწრებს ამერიკის ღვინის მწარმოებელ ისეთ ქვეყნებს როგორიცაა ჩილე (მე-8) და არგენტინა (მე-9).
საუკეთესო ღვინის მწარმოებელი ქვეყნების ათეული ასეთია:
იტალია – 49,843 ჰლ
საფრანგეთი – 45,590 ჰლ
ესპანეთი – 35,703 ჰლ
აშშ – 22,385 ჰლ
ავსტრალია – 12,745 ჰლ
ჩილე – 12,444 ჰლ
არგენტინა – 11,451 ჰლ
სამხრეთ აფრიკა – 10,155 ჰლ
გერმანია – 8,940 ჰლ
პორტუგალია – 6,777 ჰლ