ქალაქ მარნეულში ქმარმა ცოლი მოკლა.
შსს-ს თანახმად, 19 აგვისტოს მომხდარ დანაშაულში ბრალდებული პირი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ეს დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.