ახალქალაქში მიღებულია, რომ უცხოეთში ფულის შოვნა, კონკრეტულად ხოპანში (ასე ეძახიან რუსეთში დასაქმებას)- წმინდა მამაკაცური საქმეა, ხოპანი ქალების ადგილი არ არის, მაგრამ ბოლო წლებში, მამაკაცებთან ერთად, ქალებმაც დაიწყეს სამუშაოდ სხვა ქვეყნებში წასვლა. რატომ არის ხოპანი „კაცის საქმე“ და როგორ იცვლება-Jnews-ის მასალაში.

ჯავახეთში როცა ამბობენ “ხოპანი”, რუსეთში მამაკაცების სეზონურ სამუშაოზე წასვლას გულისხმობენ. დაუწერილი კანონი ამბობს, რომ კაცები სამუშაოდ უნდა წავიდნენ, ქალები კი სახლში დარჩნენ და იზრუნონ ბავშვების აღზრდაზე და სახლზე. პროვინციული ჩვეულებები გვეუბნება, რომ ქალებისთვის არ შეიძლება სხვა მამაკაცებთან ერთად მუშაობა, ხოლო “ხოპანში” სიარული კი „ქალებისთვის შეუფერებელად“ ითვლებოდა.

მიუხედავად ყველაფრისა, საზოგადოება და ვითარდება იცვლება, არც ახალქალაქია გამონაკლისი. იცვლებიან თავად ქალებიც, რომლებიც ოჯახებისა და შვილების კეთილდღეობისთვის მზად არიან საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ წავიდნენ.

ახალქალაქიდან 23 წლის მარტოხელა დედა რუსეთში სამუშაოდ 8-9 წლის წინ წავიდა. მას ჰყავდა პატარა ბავშვი და ასაკოვანი დედა. არც სამუშაო იყო, არც საცხოვრებელი, ნაქირავებ სახლში ცხოვრობდნენ. მისი თქმით, მას გაუჭირდა პატარა ბავშვის დატოვება, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა და ახლა ამას არ ნანობს.

ანი (სახელი შეცვლილია) რუსეთში სამშენებლო ბაზაზე მზარეულად მუშაობდა.

„სამუშაო რთული იყო, დილის 5-6 საათზე ვდგებოდით. რა თქმა უნდა, 30-40 მამაკაცისთვის სადილის მომზადება რთულია. მაგრამ ფსიქოლოგიურად უფრო რთული იყო, ვიდრე ფიზიკურად. არავინ იყო დამხმარე და იძულებული გავხდი ბავშვი დამეტოვებინა და სამუშაოდ წავსულიყავი. წყნარად ვმუშაობდი, ფულს ვაგროვებდი და სახლი ვიყიდე. ბაზაზე ჩემთან ერთად კიდევ ერთი 60 წლის ქალბატონი იყო სომხეთიდან. მამაკაცების მხრიდან ჩემს მიმართ ცუდი დამოკიდებულება არ მინახავს. ქალები მეზობელ ბაზებზეც მუშაობდნენ“, – ამბობს ის.

ანი თვეში 30000 რუბლს იღებდა, მაშინ ეს დაახლოებით $1000 იყო და საკმაოდ კარგ თანხად ითვლებოდა.

ბაზა, სადაც ანი მუშაობდა, მის ნათესავს ეკუთვნოდა.

„ახალქალაქში არაფერი არ არის მიღებული, მაგრამ ამასთანავე, ვისაც უნდა- ღებულობს და აკეთებს. სამუშაოდ წავედი და არა საქურდაოდ, ან პროსტიტუციისთვის. როგორ გავზრდიდი ბავშვს და ვიყიდიდი სახლს ჩემი 300 ლარით, რომელსაც ახალქალაქში ვღევულობდი? თუ ადამიანი პროსტიტუციით არის დაკავებული, ახალქალაქშიც გააკეთებს“, – ამბობს ის.

სუზი სერობიანიც შარშან ქალაქ სოჭის ერთ-ერთ სასტუმროში მზარეულად მუშაობდა.

„5 თვე ვიმუშავე. სამუშაო რთული იყო, მაგრამ კმაყოფილი ვარ, იმაზე მეტი გადამიხადეს, ვიდრე აყვანის დროს რასაც დამპირდნენ. ჩემი ქმარი ამას ნორმალურად მოექცა. არ ვიცი, რატომ არ არის ჩვენს მოსახლეობაში მიღებული ჩვეულებრივ რაღაცად, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ“, – თქვა სუზი სერობიანმა.

ახალქალაქიდან რუსეთში სამუშაოდ მიდიან პარიკმახერები და მანიკურის სპეციალისტები ქალებიც, თუმცა ამას საზოგადოება ნორმალურად ღებულობს და “ხოპანს” არ არქმევს.

პარიკმახერი ახალქალაქიდან გასულ წელს რუსეთში სამუშაოდ სამი თვით წავიდა. მან სამ თვეში უფრო მეტი ფული იმუშავა, ვიდრე აქ რამდენიმე წელიწადში.

“ჩემი პრობლემა ის იყო, რომ სამსახურში შევედი, როგორც უნივერსალური პარიკმახერი. ხოლო უნივერსალური მოვლა მოიცავს არა მხოლოდ თმას, არამედ მოვლასაც. ასე ვთქვათ, გამბედაობა მოვიკრიბე. მაშინ ჩემს ოჯახს არ სურდა, რომ მამაკაცის პარიკმახერადაც მემუშავა. ადმინისტრატორს ვუთხარი, რომ მამაკაცები ჩემთან არ ჩაწერონ. მაგრამ ეს სამუშაოა“, – თქვა პარიკმახერმა.

იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო, ვეღარ გაუძლო.

“ჩვენ დიდ ქალაქში გვინდოდა გადასვლა, ამიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი და თან ფულის შოვნაც მინდოდა. მერე ოჯახი მომენატრა”, – თქვა პარიკმახერმა.

როგორ ეპყრობიან “ხოპანში” წასული მამაკაცები იმას, რომ ქალებმაც იმუშავონ საზღვარგარეთ სამუშაოდ, ეს რთული კითხვაა. ზოგად კითხვაზე ბევრი გვპასუხობს, რომ ისინი ნორმალური დამოკიდებულება აქვთ, მაგრამ თუ კითხვა მათ ქალებს, ოჯახის წევრებს შეეხება, ისინი სტერეოტიპულად იწყებენ აზროვნებას-“სხვები რას იტყვიან”.

მრავალწლიანი გამოცდილების მქონე “ხოპანში” მოსიარულე ჟირაირი მუშაობს რუსეთის ერთ-ერთ სამშენებლო ბაზაზე, სადაც მზარეულად სომხეთიდან მოხუცი ქალი მუშაობს.

„ჩვენთან მუშაობს ქალი, თქვა, რომ სომხეთიდან არის, და ისიც თქვა, რომ მიატოვა ქმარი და შვილები და სამუშაოდ მოვიდა. ძალიან გვეცოდება, ვფიქრობთ, რომ თავისთან ვერ იპოვა სამსახური, აქ რომ არ მოსულიყო. ჩვენ კარგად ვეპყრობით მას“, – თქვა ჟირაირმა.

ახალგაზრდა თაობა არ არის ტრაგიკული ამ და მსგავს საკითხებზე და საზოგადოებრივი აზრი მათ არც ისე აწუხებს, აკეთებენ იმას, რაც სწორად მიაჩნიათ.

ლუსი უნანიანი 2021 წელს წავიდა პოლონეთში სამუშაოდ და მსოფლიოს სანახავად.

“ლოჯისტიკურ კომპანიაში ვმუშაობდი შემფუთავად. ჩემი ოჯახი არ იყო ჩემი გამგზავრების წინააღმდეგი. მყავდა ნაცნობები, წინასწარ შევუთანხმდი. თუ ქალს ოჯახი ჰყავს, რა თქმა უნდა, ქმარს ფინანსურადაც უნდა დაუჭიროს მხარი. ზოგადად, მე არცერთ სამუშაოს არ ვთვლი მიუღებლად“, – თქვა ლუსი უნანიანმა.

წლების განმავლობაში ახალქალაქში იცვლება ქალის როლი საზოგადოებაში, იცვლება და იშლება ზოგიერთი სტერეოტიპი, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა. ძირითადად, სტერეოტიპებთან ბრძოლის პროცესი საზოგადოებისთვის რთული და მტკივნეულია, მაგრამ მათ გარეშე საზოგადოებისთვის გაცილებით მარტივია.