გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი წელს საქართველოში ჩვეულებრივზე ერთი კვირით ადრე, 19 აგვისტოს დაიწყება და მომავალი წლის 1 მარტამდე გაგრძელდება. გამონაკლისს წარმოადგენს ახალქალაქის, ახალციხის, ასპინძის, ნინოწმინდის, წალკის, დმანისის, დუშეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტები. აქ ნადირობა ნებადართულია 26 აგვისტოდან.
წელს აკრძალულია Aythya ferina-ზე (წითელთავიანი ფოქარი) და Streptopelia turtur (ჩვეულებრივი კუს) ნადირობა.
19 აგვისტომდე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება ნადირობა ნებადართული ფრინველების სახეობების სრული სია და დასაშვები დღიური ნორმა.