“ხას ბახჩა” პარკში ერთ კვირაზე მეტია ახალი, გაუხსნელი გასართობი ატრაქციონი დგას, ახალქალაქელებს აინტერესებთ როდის დამონტაჟდება.
გამწვანებულ პარკში მიმდინარე თვის, 7 რიცხვში ფერადი დეტალები, შავი კარკასი გამოჩნდა და მოსახლეობის ინტერესი გამოიწვია.
„ზაფხული მალე დამთავრდება, როდის დამონტაჟდება კარუსელი, რომ ბავშვებმა ითამაშონ?“ – აინტერესებს მოსახლეობას, რომელიც საღამოს ახალქალაქის პატარა პარკში სეირნობს.
პარკში 3 პლასტმასის და ერთი ხის ატრაქციონი უკვე დამონტაჟებულია. როგორც წესი, ბავშვებისთვის ატრაქციონები ცოტაა, ამიტომ თითოეული გასართობი დეტალის გამოჩენა ინტერესით და აღფრთოვანებით აღიქმება. ასევე, ატრაქციონები სწრაფად იშლება მცხოვრებლების მიერ.
რაც შეეხება ახალ კარუსელს, ისევე როგორც უკვე დამონტაჟებულ ხის ატრაქციონს, ის პარკში “განახლებული მუნიციპალიტეტების” პროგრამის დახმარებით გამოჩნდა, რომელიც ცენტრალური ქუჩისა და ქალაქის ცენტრალური მოედნის შენობების ფასადების რეაბილიტაციას გულისხმობს. პროგრამას რეგიონისა და ახალქალაქში ტურიზმის განვითარების მიზნით საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.
კომპანიაში, რომელიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოებით არის დაკავებული, დაადასტურეს, რომ კარუსელს მათი ინჟინრები და პერსონალი დაამონტაჟებენ. ასევე გვაცნობეს, რომ კარუსელი 3 სექტემბრამდე, ქალაქ ახალქალაქის დღეს დამონტაჟდება.