შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
ამ დროის მონაცემებით, 3 აგვისტოს რაჭაში მომხდარ სტიქიას 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 7 ადამიანს კი მაშველები სტიქიის ზონაში ამ დრომდე ეძებენ.
3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში მეცამეტე დღეა, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე მდინარეების – რიონის და ჭანჭახის კალაპოტში.უწყების განცხადებით, ამ დროისთვის სტიქიის ეპიცენტრში, მიწის მასის 90 % გადამოწმებულია.