მიმდინარე კვირაში ჰაერის ტემპერატურა გასულ კვირასთან შედარებით 2-3◦C-ით დაიკლებს,
თუმცა ქვეყნის ტერიტორია კვლავ სიცხის ზემოქმედების ქვეშ რჩება. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ზოგიერთ დღეს დასავლეთ საქართველოს ვაკეზე ჰაერის ტემპერატურა 34°С, 36°С, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში – 35°С, 37°С შეიძლება მიაღწიოს.
„ქვეყნის მთიან რაიონებში ჰაერის მაქსიმალური დღიური ტემპერატურა მოიმატებს 31°С,36°С, მაღალმთაში 26°С, 31°С-მდე.
მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა ხელსაყრელი პირობებია ტყის ხანძრებთან და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გასააქტიურებლად.