ყოფილი მე-14 ქალაქის ტერიტორიაზე წელს აშენდა მოედანი. პროექტი რეალიზებულია და 1-2 თვის წინ ჩაბარდა ექსპლუატაციაში მაგრამ აქ უკვე შეინიშნება დამტვრეული სკამები და საქანელები ასევე არ არის ხეები და გამწვანება, რაც სატენდერო დოკუმენტაციაში იყო მითითებული.
2023 წლის აპრილში დარბინიანის ქუჩაზე, ე.წ. მე-14 ქალაქის ტერიტორიაზე მოედანის აშენების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. სამუშაოები 10 ივნისამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ხელშეკრულებაში ცვლილებების მიხედვით, ვადა 16 ივნისამდე გაგრძელდა. სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილია (დოკუმენტში არ არის მითითებული როდის) და 1 აგვისტოს სატენდერო დოკუმენტაციას თან დაერთო.
სკვერი მოედნის გვერდით გარე ტრენაჟორებით სათამაშო მოედანს წარმოადგენს. სათამაშო მოედნები ორივე მხრიდან შემოსაზღვრულია დასასვენებელი ზონით სკამებით, სანაგვე ურნებითა და ბეტონის ბილიკით. სამშენებლო პროექტში ასევე არის პატარა მწვანე ზონა ხეებით, რომელიც ახლა მხოლოდ მიწით არის დაფარული.
აღვნიშნავთ, რომ ბავშვებისა და ახალგაზრდების დროის გასატარებლად ახალი ადგილი ძალიან პოპულარულია მიმდებარე ქუჩების და ორსართულიანი კორპუსების ბავშვებისთვის. აქ ატარებენ მთელ დღეს, დილიდან გვიან საღამომდე, როგორც მოსახლეობა ამბობს, ღამის პირველ საათამდე. სათამაშო მოედანი და ტრენაჟორების სათამაშო მოედანი ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან. თუ ფრთხილად არ იქნებით, ბავშვს, რომელიც საქანელაზე ქანაობს, შეიძლება დაეჯახოს სხვა ბავშვებს, რომლებიც ტრენაჟორებზე ვარჯიშობენ.
სკამები ადგილ-ადგილ ჩამტვრეულია, როცა მათზე ჯდები, გაუტეხავი ხისნაწილები სომძიმისგან იღუნება, გეუფლება განცდა, თითქოს დანარჩენიც გატყდება.
„ბავშვებს ძალიან მოსწონთ, მაგრამ ძალიან უხარისხოდ არის გაკეთებული. ატრაქციონი, სასრიალო უკვე ირხევა, სათამაშო მოედანი არ არის უსაფრთხო, ბავშვები ბავშვებად რჩებიან, ისე ქანაობენ, რომ ერთმანეთს შეიძლება დაეჯახონ. იმის გამო, რომ შუაში საყრდენი არ არსებობს, სკამები არ არის ძლიერი, არც პარკის მიმდებარე ტერიტორიაა კეთილმოწყობილი. იცით, მთლად ლოგიკური არ არის, რომ ეს ნაწილი მიწასთან ერთად დატოვეს, რადგან იქ გაზონი არ არის და ბავშვები წვიმიან ამინდში ტალახში დადიან, წყალი აქ გროვდება და იმ სახლის ეზოში ჩაედინება. რა თქმა უნდა, ყოჩაღ, რომ ბავშვებისთვის შექმნეს ადგილი. მაგრამ მცხოვრებლებიც არც თუ ისე მოწესრიგებულები არიან, უყვართ ირგვლივ ყველაფრის გაფუჭება, უნდა ასწავლონ, რომ არ გააფუჭონ, მაგრამ ასე შეიძლება იყოს, თუ მსგავსი მოედნები უფრო მეტი იქნება“, – ამბობს მე-14 ქალაქის მცხოვრები, რომელმაც მოედანზე 2 შვილიშვილი მოიყვანა.
„პროექტი მივიღეთ, ყველა ხარვეზი გადაეგზავნა მშენებელს. ახლა კონკრეტულად არ მახსოვს რა ხარვეზები იყო, მაგრამ უნდა გამოასწორონ, 2 წლიანი გარანტია აქვთ და ორ წელიწადში ყველა ხარვეზი უნდა გამოასწორონ“, – თქვა მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა არმენ მღდესიანმა.
ახალქალაქში, დარბინიანის ქუჩაზე მოედანის აშენებაზე 49 156,68 ლარი დაიხარჯა. ტენდერში მონაწილეობდა 4 მონაწილე, ტენდერში გაიმარჯვა კერძო მეწარმემ ზოია ამაზარიანმა სოფელ კუმურდოდან.
„გამოვცვლით, გააფუჭეს, ვიცით და შევცვლით. ტენდერის მიხედვით, ეს ნაწილი უნდა დარჩენილიყო მიწით. 2 წლიანი გარანტია გვაქვს, მაგრამ ყველაფერს არ გავაკეთებთ, ამ ბოლოს დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ შექურები ამოიღეს და გადააგდეს, მაგრამ ეს არ შედის გარანტიის პირობებში. მოსახლეობა ცოტა უყურადღებოდ ექცევა ყველაფერს. თვითონ დაამტვრიეს და სკამი რატომ უნდა ჩამტვრეულიყო. ყველაფერი რაც პროექტის მიხედვით იყო, ჩვენ გავაკეთეთ და დავაყენეთ, ჩვენ არ ვართ დამნაშავე“, – კომენტარი გააკეთა შემსრულებელმა.
აღვნიშნავთ, რომ სხვა საკითხებთან ერთად, პროექტის მიხედვით, პარკში გვალვაგამძლე, სწრაფად მზარდი 2 ხე უნდა დაირგოს – იფანი, 5-10 წლის, 3-5 მეტრის სიმაღლეზე. თუმცა, სააღრიცხვო დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ არის გამწვანებისა და მცენარეების გადანერგვის პუნქტები, თუმცა მათთვის ხარჯები თავდაპირველად არ იყო გათვალისწინებული. შემდეგ ირკვევა, რომ სააღრიცხვო დოკუმენტაცია არ შეესაბამება პროექტს და შემსრულებელი არ იყო ვალდებული გაემწვანებინა ან ხეები დაერგო.