შოვში, სტიქიის ზონიდან მოქალაქეების ვერტმფრენებით გამოყვანა უკვე განახლდა.
მოქალაქეთა ჯგუფი ვერტმფრენმა ონში უკვე ჩამოიყვანა. მათ შორის არიან მცირეწლოვნები.
სამაშველო სამუშაოების ფარგლებში ვერტმფრენებმა მუშაობა დილიდან განაახლეს.
ამასთან, როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ვერტმფრენით ადგილზე ჩაიყვანეს გეოლოგების ჯგუფი, რომელიც ვითარებას შეისწავლის.
გვიან ღამით სტიქიის ზონაში დამატებითი სამაშველო ჯგუფი ჩავიდა, მიმდინარეობდა სპეცტექნიკისა და მძიმე ტექნიკის მობილიზება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მობილური შტაბი მოეწყო ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში.
შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ამოქმედდა ცხელი ხაზი, რომლის ნომერია – 598 913 089.
მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა.