დრეიდან, 1-ელი აგვისტოდან საქართველოში პნევმატური და გაზის იარაღის მიმოქცევასა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ჯარიმები გამკაცრდა. 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი ცვლილებებით, პნევმატური და გაზის იარაღის გადაზიდვის წესის დარღვევა 500 ლარით დაჯარიმდება. მეორე დარღვევისთვის ჯარიმა გაიზრდება 1000 ლარამდე, ხოლო მესამე დარღვევისთვის 2000 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება გაზის იარაღს, მისი შენახვის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო ასეთი იარაღის ტარება 500 ლარის ოდენობით ჯარიმით კონფისკაციით.

გაზის იარაღის უნებართვოდ შეძენა, ტარება და შენახვა 600 ლარის ოდენობით დაჯარიმდება იარაღის კონფისკაციით. 600 ლარით დაჯარიმდება აგრეთვე გაზის იარაღის უკანონო გადაცემა, რეალიზაცია, იმპორტი და გატანა ნებართვის გარეშე. განმეორებითი დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

პნევმატური იარაღის შენახვის წესის დარღვევისთვის ჯარიმა 200 ლარი იქნება. დასახლებაში პნევმატური იარაღის ტარების და სროლის წესის დარღვევა 500 ლარით დაჯარიმდება იარაღის ჩამორთმევით. დაურეგისტრირებელი იარაღის ტარება, პოლიგონზე გამოყენება, სამოქალაქო ბრუნვაში დაუშვებელი იარაღის შეძენა, შენახვა და ტარება, ასევე ასეთი იარაღის საქართველოდან შემოტანა და გატანა დაჯარიმდება 600 ლარით.

businessinsider.ge