Galt&Taggart-ის შეფასებით, 2023 წლის მე-2 ნახევარში უძრავი ქონების ფასები დამატებით 3-5%-ით გაიზრდება, ქირის შემთხვევაში კი ნულოვანი ზრდაა მოსალოდნელი.
„ჩვენ ველოდებით უძრავი ქონების ფასების ზომიერ ზრდას, რადგან: სამშენებლო ხარჯების ზრდა დასტაბილურდა; მიგრანტების მხრიდან ბინების შესყიდვაზე მოთხოვნის
მნიშვნელოვანი ზრდა არ ფიქსირდება.
2022 წლის მკვეთრი ზრდის შემდეგ, ქირის შემცირების ტენდენცია თვიურ ჭრილში ფიქსირდება 2023 წლის აპრილიდან. 2023 წლის ბოლოს ველოდებით ქირის ნულოვან ზრდას წლის დასაწყისთან შედარებით“, – ნათქვამია Galt&Taggart-ის უძრავი ქონების მიმოხილვაში.
საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, თბილისში უძრავი ქონების გაყიდვები მცირედით შენელდა 2023 წელს, ხოლო ფასები კვლავ მზარდია, ხოლო უძრავი ქონების ქირა დასტაბილურდა. რაც შეეხება ბათუმს, მიგრანტების ტალღამ აქ მოთხოვნა გაზარდა. მთის კურორტებზე კი გაყიდვები და ფასები წელს შემცირდა.