რა თქმა უნდა, ბევრს უნახავს თოვმას არაქელიანის ვიდეოები სხვადასხვა სოციალურ პლატფორმებზე, სადაც ის პასუხობს კითხვებს, რომლებიც აწუხებს ხალხს და საუბრობს ქრისტიანობაზე. ამრიგად, ის იყენებს სოციალურ პლატფორმას რელიგიის ქადაგებისთვის და ხალხის ეკლესიასთან დასაახლოებლად. Jnews-ი ესაუბრა სომხეთის ტავუშის ეპარქიის ახალგაზრდული გაერთიანების პასუხისმგებელს თოვმას არაქელიანს, რომელმაც არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი წამოჭრა და გამოცდილება გაგვიზიარა.
– როგორ გაჩნდა იდეა, გამოგეყენებინათ სოციალური ქსელები ქრისტიანობის ქადაგებისა და ხალხის ინფორმირების საშუალებად?
– ტავუშის ეპარქია გამოირჩევა ფართო სამქადაგებლო საქმიანობით. ინტერნეტში ქადაგების გამოცდილება უკვე ჰქონდათ ჩვენს უფროსსაც და მამა-მღვდლებსაც. სწორედ ეს თავდადებული ადამიანები დამეხმარნენ, შთამაგონეს, რომ დამეწყო ქრისტეზე საუბარი სოციალურ ქსელებში, ხალხი დაინტერესდა ჩვენი საქმით და მას ფართო გამოხმაურება მოჰყვა. დღეს ჩვენ ვქადაგებთ სხვადასხვა სოციალურ პლატფორმებზე. ვიმედოვნებთ, რომ ეს სასარგებლო იქნება ჩვენი თანამემამულეებისთვის.
– მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამტკიცებს, რომ ინტერნეტი „ცუდი“ პლატფორმაა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის კარგ შედეგს იძლევა რელიგიის პროპაგანდასთან დაკავშირებით?
– ჩემს Instagram გვერდზე ერთ-ერთმა ბოლო გამოკითხვამ მოგვცა წარმოდგენა ამ ონლაინ-აქტივობის შედეგებზე. 300-ზე მეტმა მომხმარებელმა დაწერა, რომ ჩვენი გვერდების შემდეგ მათ დაიწყეს პირველი ნაბიჯების გადადგმა სომხურ სამოციქულო ეკლესიაში, 32 ათეისტმა თქვა, რომ ამიერიდან თავს ქრისტიანად თვლიან და დაახლოებით 800 ადამიანმა გვიპასუხა, რომ დატოვეს სექტები და “საეჭვო მღვდლების” ქადაგებების მოსმენა შეწყვიტეს. რა თქმა უნდა, მიმდევრების უმეტესობა ახალგაზრდები არიან, ასევე ბევრია მიმდევარი სომხური დიასპორიდან.
– როგორ განვსაზღვროთ სექტანტი?
– ეს რთული კითხვაა, რას ვგულისხმობთ სექტაში, სექტები ძალიან განსხვავდებიან, ხანდახან სხვადასხვა სექტებიც კი ძალიან ძნელია ერთმანეთისგან გარჩევა და რომ გამოირჩეოდეს, რაღაც თეოლოგიური ცოდნა უნდა გქონდეს. ადამიანებს ყოველთვის ვურჩევ, დაუკავშირდნენ სასულიერო პირებს, რათა გაუფრთხილდნენ და იცნონ ისინი.
სერიოზული სასულიერო მომზადების არარსებობის გამო, წმინდა წიგნის წაკითხვის გარეშე, სექტანტებთან სასულიერო თემებზე საუბარი თითქმის შეუძლებელია.
ინტერნეტში ბევრი ვებგვერდი და მოკლე ვიდეოა შექმნილი სექტების მიერ და ადამიანები ხშირად გაუცნობიერებლად ექცევიან მათი გავლენის ქვეშ. ამ შემთხვევაშიც კარგი იქნება სიფრთხილე, სასულიერო პირთან საუბარი, ღირს თუ არა მათი ყურება თუ მოსმენა, რადგან ხშირად ვერ ვხვდებით, როგორ შეიძლება ტკბილმა და გემრიელმა კანფეტმა გამოიწვიოს სერიოზული დაავადებები.
– რა ანტიპროპაგანდისტულ ქმედებებს ახორციელებს სექტათა წინააღმდეგ საბრძოლველად სომხური სამოციქულო ეკლესია?
„ჩვენ არ ვებრძვით სექტანტებს და არ გვაქვს პრობლემა ვინმესთან ბრძოლაში. სომხური სამოციქულო ეკლესია მოქმედებს ერთიანობისა და ხსნისთვის, ქრისტეს სახელით, ჩვენ არც სიძულვილი გვაქვს და არც ბრძოლა. იოანე ოქროპირს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი აზრი, ამბობს: მე მძულს ცოდვა, მაგრამ არ მძულს ცოდვილი, მე ის მიყვარს. და ამ შემთხვევაში პრობლემა სექტაშია და არა სექტანტში, ეს იგივე ბოროტებაა, რაც სიამაყე, ტყუილი ან სხვა ცოდვები.
– როგორ განვასხვავოთ სამოციქულო ეკლესიის გამოცემები სექტებისგან, რომლებიც ხშირად წიგნების ან ბროშურების სახით არის?
– ნებისმიერი სულიერი ლიტერატურის წაკითხვამდე უნდა გაიაროთ კონსულტაცია მღვდელმსახურებთან და სასულიერო პირებთან. სულიერმა საკვებმა შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს ჩვენს ცხოვრებას, თუ ის არასწორად არის შერჩეული. შემიძლია ვთქვა, რომ ბიბლიურ თანამეგობრობას აქვს მკაფიო განმასხვავებელი ნიშნები, რომლითაც შეიძლება მისი ამოცნობა.
– ვინ შეიძლება იყოს ქრისტიანობის სწორი მქადაგებელი?
– ჭეშმარიტების ქადაგებისა და ქადაგების ტვირთი მხოლოდ მღვდლების მხრებზე არ უნდა დარჩეს, ახალგაზრდობამ უნდა ილაპარაკოს და იქადაგოს, ქრისტიანი ახალგაზრდობა ვალდებულია ენანგელირება მოახეინოს, რადგან შეგონება და მცნება ევანგელიზაციის შესახებ მხოლოდ სასულიერო პირებს არ ეძლევათ, ხშირად ჩვენ ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვერ ვხედავთ და ამაში სუსტები ვხდებით.
რა არის თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა, რომლითაც გსურთ, რომ თქვენი მკითხველი და მსმენელი ხელმძღვანელობდეს?
– მიჰყევით რწმენას, იმედსა და სიყვარულს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ეს სათნოებები შეიძლება არ იყოს სრული. ბიბლია გვასწავლის, რომ რწმენა ცარიელია საქმეების გარეშე, იმედი არაფერია მოთმინებისა და სიყვარულის გარეშე… სიყვარული უნდა დაიმსახურო.