2022 წელს საქართველო 45-ე ადგილი დაიკავა 111 ქვეყანას შორის, რომლის მოქალაქეებმაც EF სტანდარტული ინგლისურის ტესტი ონლაინ რეჟიმში გაიარეს.

ტესტი საერთაშორისო კომპანია Education First-მა შეიმუშავა. ამ რეიტინგში, რეგიონში უკრაინა ლიდერობს და 35-ე ადგილზეა, ყველაზე ცუდი შედეგები აზერბაიჯანში აქვთ, სადაც ინგლისური ენის ცოდნა ძალიან დაბალ დონეზეა.

რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, 57-ე ადგილზეა სომხეთი, 64-ზე – თურქეთი, 40-ზე – რუსეთი, 35-ზე – უკრაინა, 92-ე – აზერბაიჯანი.

 

ამ 111 ქვეყანას შორის ინგლისურის ცოდნის ძალიან მაღალი დონით გამოირჩევა ჰოლანდია,  ავსტრია და ნორვეგია. ათეულშია: დანია, ბელგია, შვედეთი, ფინეთი, პორტუგალია და გერმანია.

ინგლისური ენის ცოდნის მაღალი დონით გამოირჩევა სლოვაკეთი, ლუქსემბურგი, რუმინეთი, უნგრეთი, ლიეტუვა, ბულგარეთი, ჩეხეთი, ლატვია, ესტონეთი, სერბეთი, შვეიცარია;

სხვა ქვეყნებს შორის, ინგლისური ენის საშუალო ცოდნის დონით გამოირჩევა – საქართველო, უკრაინა, ბელარუსი, რუსეთი და სომხეთი;

ინგლისური ენის ცოდნის დაბალი მაჩვენებელია თურქეთში, ძალიან დაბალი – აზერბაიჯანში.