„კტორმ კარინი“ („კარინის ნაწილი“) ჰასმიკ საღათელიანის პროექტია, რომელიც გასული წლის ბოლოს Awesome Foundation Javakhk-ის მეოთხე ტურის გამარჯვებულად აღიარეს. პროექტი ახალქალაქის რაიონის სოფელ კარწახში, ჯივანის სახლ-მუზეუმში ჩატარდა.

„კროტმ კარინ“ პროექტისთვის ეროვნული კოსტიუმები უნდა შეკერილიყო და ჰასმიკს ასევე უნდა შეეძინა მაღალი ხარისხის ფოტოტექნიკა, რომლის დახმარებითაც ჯივანის სახლ-მუზეუმის მემორიალურ სექციებში ნაციონალურ სამოსში გადაღებები უნდა გამართულიყო.

დღეს ეს ყველაფერი უკვე რეალობაა, სამოსი კარინის კოსტიუმების შესაბამისად არის შეკერილი.

„შეიძლება ითქვას, რომ ეს კოსტიუმები -კარინის პატარა ნაწილებია, რომლებიც უნდა შევინარჩუნოთ, რადგან ისინი ჩვენია და თუ ჩვენ არ შევინარჩუნებთ, ამას ჩვენთვის სხვა არავინ გააკეთებს“, – ამბობს ჰასმიკი.

taraz - 1
Awesome Foundation Javakhk-ის, ასევე ჯავახეთის მხარდაჭერის ფონდის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს “კტორმ კარინის” პრეზენტაციაში ჯივანის სახლ-მუზეუმში და ადგილზე გაეცნენ შესრულებულ სამუშაოებს.

„სტუმრებიდან ბევრი პირველად იყო მუზეუმში, დეტალურად გაეცნო განხორციელებულ სამუშაოებს, შთაბეჭდილებები დადებითი იყო, წასვლისას პროექტს წარმატებული განვითარება უსურვეს. მოხარული ვარ, რომ შევძელი წვლილი შემეტანა ჩემს საზოგადოებაში ჩვენი კულტურის შენარჩუნებაში“, – ამბობს პროექტის ავტორი ჰასმიკ საღათელიანი.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლიდან ჰასმიკი სოფელ კარწახში, ჯივანის სახლ-მუზეუმში მუშაობს. ის არის მუზეუმის დირექტორი-გიდი-კოორდინატორი. მუზეუმის განვითარება მისთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო და ყოველთვის ეძებს გზებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მუზეუმის განვითარებასა და პოპულარიზაციას.
kolaj taraznerov - 1
„არის 6 სახეობის სამოსი, რომელიც განკუთვნილია ქალის, მამაკაცისა და ბავშვისთვის, რომლითაც შესაძლებელია ლამაზი ოჯახური და ინდივიდუალური ფოტოების გადაღება. მუზეუმის მემორიალურ ნაწილში შესაძლებელია ფოტოსესიის მოწყობა, ასევე შესაძლებელია ტანსაცმლის ქირით აღება ნებისმიერი ეროვნული დღესასწაულისა თუ ქორწილის დროს“, – გვიზიარებს ის.