ივნისში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 0.8 ლარით გაიზარდა და 254,5 ლარი შეადგინა. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.
რაც შეეხება საარსებო მინიმუმის წლიურ ცვლილებას, გასული წლის ივნისთან შედარებით მიმდინარე წელს საარსებო მინიმუმი 0.8 ლარით არის შემცირებული (გასულ წლის ანალოგიურ პერიოდში 255,3 ლარი იყო).
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ივნისში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 0.7 ლარით გაიზარდა და 225,4 ლარი შეადგინა.