Picodi-ის ანალიტიკოსებმა შეისწავლეს ბენზინის ღირებულება საშუალო ხელფასით მსოფლიოს 104 ქვეყანაში. აღმოჩნდა, რომ საქართველოში საშუალო ხელფასით 511 ლიტრი ბენზინის ყიდვაა შესაძლებელი, სომხეთში კი მხოლოდ 438 ლიტრი.


2023 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით ბენზინი ყველაზე მეტად სომხეთში (+18%) და თურქეთში (+16%) გაიზარდა, საქართველოში კი 13.2%-ით დაეცა. ტრადიციულად იაფი ბენზინი ყაზახეთში, რუსეთსა და ყირგიზეთში აღინიშნება, საქართველოში კი ლიტრის ღირებულება 1,03$;

საშუალო ხელფასით საქართველოს მოქალაქეს შეუძლია იყიდოს 511 ლიტრი ბენზინი, ხოლო საშუალო ხელფასის მსყიდველობითუნარიანობა 2022 წლიდან 220 ლიტრით გაიზარდა. სომხეთს კი საშუალო ხელფასით შეუძლია 438 ლიტრი ბენზინის შეძენა, მეზობელ აზერბაიჯანში კი 407 ლიტრი.

კვლევის ყველა მონაცემი, მეთოდოლოგია და ინფოგრაფიკა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე
https://www.picodi.com/en/mozhno-deshevle/indeks-benzina-2023