გასულ კვირას საქართველოს ორმა უმსხვილესმა ბანკმა, TBC-მ და საქართველოს ბანკმა, 
დაბლოკეს პრორუსული კონსერვატიული პარტიის ანგარიშები.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოში მოქმედ 
კომერციულ ბანკს უფლება აქვს უარი თქვას ანგარიშის გახსნაზე ან მომსახურების გაწევაზე 
გადაწყვეტილების მიზეზების ყოველგვარი ახსნის გარეშე.

„საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს 
თავისუფლად შეუძლიათ კანონის ფარგლებში დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ 
ხელშეკრულებების შინაარსი. შესაბამისად, საბანკო ანგარიშის გახსნისა და მისი მომსახურების
პირობები, მათ შორის ანგარიშის შეწყვეტა ან/და ანგარიშის დაბლოკვა, მხარეებს შორის 
შეთანხმების საგანია.

ასევე, ანალოგიური წესია გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 
2011 წლის 7 აპრილის No24/04 ბრძანებულებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-10 მუხლის 
მე-6 პუნქტით, რომლის მიხედვითაც: „საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს აქვთ. 
ანგარიშის გახსნაზე უარის თქმის უფლება დასაბუთების გარეშე“, - ნათქვამია განცხადებაში.

სადავო საკითხების არსებობის შემთხვევაში მხარეს შეუძლია მიმართოს საქართველოს საერთო 
იურისდიქციის სასამართლოებს/დავის განმხილველ შესაბამის ორგანოებს ქვეყნის 
კანონმდებლობით დადგენილი წესით.