9 ივლისს, ახალქალაქში, სასტუმრო Grand Mur-ის საკონფერენციო დარბაზში GIPA MEDIA LAB-ის მონაწილეთა ფილმებისა და ვიდეოპროექტების პრეზენტაცია გაიმართა. პროექტს ფარგლებში იხალგაზდრები სწავლობენ ვიდეო-ფოტო გადაღებას და დოკუმენტალისტიკას. საუკეთესო პროექტების ავტორებმა ჯილდოები მიიღეს.
პროექტის სხვადასხვა ასაკის მონაწილეებმა, სტუდენტებმა და მოსწავლეებმა თავიანთი პროექტები წარადგინეს ჟიურის წინაშე, რომლის წევრებმა ფილმების ჩვენებას ადგილზე და ონლაინ რეჟიმში ადევნეს თვალი.
წარმოდგენილი იყო 20 პროექტი. 1-ლი ადგილი დაიკავა არტიომ ქოსიანმა, ფილმით დაცარიელებულ სოფელ ასფარაზე – “სოფელი მოჩვენება”. მე-2 ადგილი სოფელ ფოკადან ლილით კარაპეტიანმა დაიკავა. მისმა პროექტმა გამოავლინა ქორწინების პრობლემა და შედეგად წარმოქმნილი პრობლემები – „ქორწინება 13 წლის ასაკში“. მე-3 ადგილი ერთდროულად ორმა პროექტმა დაიკავა, ესენია:ერგეი კურღინიანის ფილმი, რომელმაც თავის პროექტში ისაუბრა სოფელ სულდას პრობლემებზე და გრიგორ საჰაკიანისა და ამირან უსტიანის ერთობლივი პროექტი, “ფრინველებზე დამკვირვებლის ერთი დღე” სახელწოდებით.
სპეციალური პრიზები გადაეცათ პროექტებს “ქართული ენის მასწავლებელი” – შუშანიკ მკრტჩიანი, “ქალი, რომელიც ლოცულობს” – ჰნაზიკ ავეტისიანი და მარინა კარაგულიანი და “მარტოხელა წყვილი” – ნარეკ იეღიაზარიანი.
ყველა გამარჯვებულმა მიიღო პრიზები, პირველი ადგილის მფლობელმა – კომპიუტერი, მეორე ადგილის – ტელეფონი, მესამე ადგილის – პლანშეტი. ხოლო სპეციალური პრიზები იყო – ფოვერბანკები.
უკვე რამდენი წელია, რაც GIPA ახალქალაქში სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს ფოტოების და ვიდეოების გადაღებასა და რედაქტირებას ასწავლის და შედეგად ატარებს ფესტივალებს, სადაც პროექტის მონაწილეები წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს.