სოფელ კუმურდოსა და კიროვაკანის (ზრეს) მოსახლეობამ განგაში ატეხა, მწერებმა პრაქტიკულად გაანადგურეს ტყის სარტყელი, რომელიც ამ სოფლებს შორის მდებარეობს.

ოდესღაც მწვანე, ფუმფულა ტყის ზოლი თითქოს გადაიწვა. თითოეულ ხეზე ათობით ჭიაყელი ზემოთ ასვლისკენ მიისწრაფვის, რომლებიც ფიჭვის ნემსებს ჭამენ.
Дизайн без названия - 1
სოფელ კუმურდოს საკრებულოს დეპუტატის არამაის ზაქარიანის თქმით, პრობლემის შესახებ შესაბამისი განყოფილებები უკვე ინფორმირებული არიან და დაინტერესებული მოსახლეობა მავნებლებთან საბრძოლველად ნაბიჯებს ელოდება. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ამ დღეებში ადგილზე შეისწავლეს სიტუაცია და პრობლემის მოსაგვარებლად დაბრუნებას დაპირდნენ.
„ეს სერიოზული პრობლემაა, ტყე აღარ არის. შესაბამის ორგანოებს შევატყობინეთ, მერია საქმის კურსშია, სავარაუდოდ, მომავალ კვირას ტყეს წშეწამლავენ. ანალიზები აღებულია, ცნობილია ზუსტად რით გაანადგურებენ მწერებს. ამ მწერებმა ხეები გაახმეს, კერძოდ ფიჭვებს, ნაძვებს ანადგურებენ. ამ ტყეში ასევე არის ველური მსხალი და ვაშლის ხეები, მაგრამ მწერები ამ ხეებს არ ეკარებიან. ფიჭვებზე ფოთლები არ არის. რა მწერებია ჩვენ არ ვიცით“, – ამბობს საკრებულოს დეპუტატი არამაის ზაქარიანი.
Дизайн без названия - 1
მოსახლეობის თქმით, მავნებლის შემოჭრა დაახლოებით 15-20 დღის წინ მიხვდნენ. თუმცა, რამდენ ხანს გრძელდება ტყის განადგურება, უცნობია.
Дизайн без названия - 1
ძნელია ზუსტად განსაზღვრო, თუ რა სახის მწერი ანადგურებს ტყის სარტყელს. ჭიაყელები, რომლებიც Jnews-მა ნახა და დააფიქსირა ხეებზე, ფიჭვის მღრღნელის, ფიჭვის აბრეშუმის ჭიის, ჯაჯანფილის, ჭიაყელას აღწერილობას გავს, ხეების ჭამენ, ამასთანავე გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ.

კითხვებს, თუ რა სახის მწერია ეს და რას აპირებენ შესაბამისი ორგანოები დანარჩენი ხეებისა და ტყეების გადასარჩენად, Jnews-ი მომდევნო მასალებში გაავრცელებს.