06.07.2023
ნახვები: 248 |
ავტორი: Susanna Srapyan
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს მასშტაბით 2022 წელს სხვადასხვა დაავადებით გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობის შესახებ. სამცხე–ჯავახეთის რეგიონულმა გაზეთმა, “სამხრეთის კარიბჭემ” საერთო სტატისტიკიდან გამოეყო სამცხე-ჯავახეთის მაგალითს. 2022 წელს, სხვადასხვა დაავადებით სამცხე–ჯავახეთში 1 932 ადამიანი გარდაიცვალა. ყველაზე მეტი –1 007 პირი სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობას ემსხვერპლა.
გარდაცვლილთა რიცხოვნობა სამცხე–ჯავახეთში გარდაცვალების მიზეზების მიხედვით შემდეგია:
- სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები– 1 007 ადამიანი;
- სიმსივნეები– 150 ადამიანი;
- სასუნთქი სისტემის ავადმყოფობები– 84 ადამიანი;
- კორონავირუსით გამოწვეული დაავადებები– 75 ადამიანი;
- ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგი– 53 ადამიანი;
- საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობები– 42 ადამიანი;
- ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ავადმყოფობები– 39 ადამიანი;
- ნერვული სისტემის ავადმყოფობები– 29 ადამიანი;
- სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების ავადმყოფობები და იმუნური მექანიზმის ჩათრევით გამოწვეული ზოგიერთი დარღვევა– 18 ადამიანი;
- ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობა– 16 ადამიანი;
- შარდ-სასქესო სისტემის ავადმყოფობები– 13 ადამიანი;
- პერინატალურ პერიოდში განვითარებული ზოგიერთი მდგომარეობა (7 წლამდე ასაკის ბავშვები)– 5 ადამიანი;
- ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები– 3 ადამიანი;
- ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის ავადმყოფობები– 1 ადამიანი;
- კანისა და კანქვეშა ქსოვილის ავადმყოფობები– 1 ადამიანი;
- ორსულობა, მშობიარობა და ლოგინობის ხანა– 1 ადამიანი.
გარდა ზემოაღნიშნულისა, არსებული სტატისტიკით, კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევებით გამოვლენილი სიმპტომების, ნიშნების და ნორმიდან გადახრების სხვადასხვა მიზეზით 395 ადამიანი დაიღუპა.
sknews.ge