საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, შსს ახალციხის მომსახურების სააგენტო ცვლის მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის საგამოცდო მარშრუტებს.  ცვლილებები შეეხო სამ მოქმედ მარშრუტს.

აღსანიშნავია, რომ სამივე მარშრუტზე ცვლილებები ძირითადად მოხვევევის რაიონში მოხდა.
წარმოგიდგენთ ცვლილებებს, რომლებიც განხორციელდა:
პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის პირველი მარშრუტი იწყება სააგენტოს სერვის ცენტრიდან ახალციხეში, გადის ბ.ჯაყელის, შოთა რუსთაველის ქუჩებზე, ამ გზით გადაკვეთს რამდენიმე ქუჩას და ბრუნდება სერვისცენტრში.

ertughi1

მეორე მარშრუტი სააგენტოს სერვისცენტრიდან იწყება, მაგრამ უკვე გადის 9 აპრილის ქუჩის გასწვრივ და გრძელდება იმ მიმართულებით, რომლითაც პირველი.

ertughi 2
ხოლო მესამე მარშრუტი სააგენტოს სერვისცენტრიდან იწყება და საპირისპირო მიმართულებით მიემართება თამარაშვილის ქუჩის გასწვრივ.
ertughi 3
გარდა ახალციხისა, ცვლილებები შეეხო საჩხერისა და თელავის მარშრუტებსაც.