4 ივლისს, გარდა იმისა, რომ სოფელ ვაჩიანში ტორნადომ სახლების სახურავები დაანგრია, ასევე სეტყვამ დააზიანა კარტოფილის მინდვრები, როგორც სოფელ ვაჩიანში, ასევე  სოფელ ჩამდურასა და მურჯახეთს შორის არსებული ტერიტორიები.

აღნიშნული ყანები ძირითადად ხულგუმოს მცხოვრებლებს ეკუთვნით. ფერმერების თქმით, მოსავლის გარკვეულწილად აღდგენა შესაძლებელია შესაბამისი სასუქების გამოყენებით, მაგრამ ზარალი მაინც იქნება.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა მსხვილმა ფერმერმა თავისი მინდვრები დააზღვია და სავარაუდოდ კომპენსაციას მიიღებს. მაგრამ ფერმერების უმეტესობას დაზღვევა არ აქვს გაფორმებული და შეააბამისად კომპენსაციას ვერ მიიღებს.

სახელმწიფო მოსავლის დაზღვევას აფინანსებს, მაგრამ ჯავახეთში ამით არ სარგებლობენ.