უწყების განცხადებით, ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, თანასოფლელებს – 1952 წელს დაბადებულ გ.კ.-ს და ამავე წელს დაბადებულ მ.ზ.-ს, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შსს-ის თქმით, პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.