დღეს, 4 ივნისს, სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა უკვე მე-3 მიწისძვრა
დააფიქსირა, ამჯერად ეპიცენტრი სომხეთშია, საქართველოს საზღვრიდან 3 კილომეტრში.
ბიძგები 12:04 საათზე დაფიქსირდა 10 კმ სიღრმეზე და 3,4 მაგნიტუდაზე. ეს ბიძგები
დაფიქსირდა წინა მიწისძვრის ეპიცენტრთან, რომელიც მოხდა 4 ივლისის ღამეს, სოფელ
სამებიდან 12 კმ-ში, 05:50 საათზე.