სოფელ აზავრეთში ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე სარიტუალო სახლი გარემონტდება.
სოფელ აზავრეთში სარიტუალო სახლის რეაბილიტაციაზე ახალქალაქის მერიამ ტენდერი 30 ივნისს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 11 ივლისს დასრულდება. რიტუალების სახლის რეაბილიტაცია სავარაუდოდ 101 986 ლარად განხორციელდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, აზავრეთის სარიტუალო სახლში უნდა შეიცვალოს სახურავი, რამდენიმე ფანჯარა და კარი, ასევე უნდა გარემონტდეს ფასადი.