CRRC – საქართველომ საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული რუსეთის მოქალაქეების ცხოვრებასთან დაკავშირებით კვლევის ანგარიში გამოაქვეყნა.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 93% ახლო მომავალში რუსეთში დაბრუნებას არ აპირებს. კითხვაზე, რამდენი ხნით გეგმავენ რესპონდენტები საქართველოში დარჩენას, უმრავლესობის (49%) პასუხი 1 წელი ან მეტია.
კვლევის მიხედვით, კონკრეტულად საქართველოში ჩამოსვლის მიზეზად იმიგრანტი რუსები ძირითადად ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს, ცხოვრების ხელმისაწვდომობასა და ჩამოსვლის პროცესის სიმარტივეს ასახელებენ.
ასევე, რესპონდენტების 55% საქართველოს მთავრობას ნაკლებად ან საერთოდ არ ენდობა. იმიგრანტებმა მთავრობის წარმომადგენლების საქმიანობაც შეაფასეს. გამოკითხულთაგან 56% პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას საკმაოდ უარყოფითად ან ძალიან უარყოფითად აფასებს. რაც შეეხება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, 57% მის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი. გარდა ამისა, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ ქართულ დემოკრატიას დიდი პრობლემები აქვს.
კვლევა არაალბათური, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით ჩატარდა და მოსახლეობას შედეგების განზოგადებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
კვლევის ფარგლებში სულ 1008 ადამიანი გამოიკითხა. საველე სამუშაოები და მონაცემების შეგროვება 2023 წლის მაისისა და აპრილის თვეებში მიმდინარეობდა.