სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.5 პროცენტით განისაზღვრა.
საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორებიცაა მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ხოლო კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავი ქონების სექტორებში.