პრიგოჟინის, პუტინის ავტორიტეტის წინააღმდეგ აჯანყებისა და მოვლენების შემდგომი განვითარების შესახებ JNEWS-ს საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის (რონდელის ფონდი) უფროსი თანამშრომელი, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ყოფილი ელჩი გიორგი ბადრიძე ესაუბრა.
რა მოხდა 24 ივნისს რუსეთში, დადგმა იყო თუ ბუნტი?
– დადგმაზე უფრო მეტი კითხვა იბადება, ვიდრე აჯანყებაზე. თუ ეს დადგმა იყო, მისი მიზანი პუტინის ან მისი ოპონენტებისთვის, პრიგოჟინისთვის რაიმე სარგებლის მოტანა იქნებოდა. ჯერ-ჯერობით, არც პუტინის და არც პრიგოჟინის რაიმე აშკარა სარგებელს ვერ ვხედავ. პუტინი ამ ყველაფერმა დაასუსტა. პრიგოჟინს უკან დახევა მოუწია და გადარჩება თუ არა, უცნობია. უკვე გავიგეთ, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დაპირება უკან აიღეს. ამბობდნენ, რომ საქმე შეჩერდა, ახალი ცნობებით კი გრძელდება. სიმართლე გითხრათ, ყველაზე მეტად იმ ადამიანებსა და ექსპერტებს არ ვენდობი, რომლებმაც კატეგორიულად განაცხადეს, რომ ან რუსეთი იშლებოდა, ან სცენარი გაითამაშეს. სანდო ინფორმაცია იმდენად მწირია, რომ იმის განსჯა, რაც ახლა ხდება, უპასუხისმგებლობად და საქმისადმი არასერიოზულ მიდგომად მიმაჩნია. ამჟამად შექმნილი სურათიდან მთავარი დასკვნა შემდეგნაირია – რუსული არმია იმაზე სუსტი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოიდგენდა და ეს უკრაინაში დაგეგმილმა სამხედრო მოქმედებებმაც აჩვენა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ თვით რუსეთის, პუტინის ძალაუფლების ეს ასპექტიც არ არის რკინა-ბეტონის. დღეს ის ბევრად სუსტად გამოიყურება.
რატომ გადადგა პრიგოჟინმა ეს ნაბიჯი?
– ეს შეიძლება მრავალი მიზეზის გამო მომხდარიყო. სახელმწიფოში ცენტრალური ხელისუფლება არასახელმწიფო სამხედრო ორგანიზაციების გაჩენის, ქაოსისა და ანარქიის წინაპირობებს ქმნის. ნორმალურ, არა მხოლოდ დემოკრატიულ, არამედ სრულიად ავტორიტარულ ქვეყნებში ალტერნატიული ცენტრების არსებობა, რომელთაც საკუთარი შეიარაღებული ძალები ჰყვას, პოლიტიკური სისტემის ნაკლოვანებაზე მიუთითებს. პუტინმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების სანდოობაში დარწმუნებული არ იყო და ცალკეული ცენტრების, ძალების შექმნით ძალების დაბალანსებას ცდილობდა. ყოველ ჯერზე მსგავს რისკებს ქმნის. რატომ გადაწყვიტა პრიგოჟინმა მოსკოვის წინააღმდეგ გაელაშქრა? რადგან, როგორც ჩანს, ერთ-ერთმა ამ ძალაუფლების ცენტრმა იგრძნო, რომ ძალიან გაძლიერდა. პრიგოჟინი საბრძოლო მასალის ნაკლებობაზე მუდმივად ჩიოდა. როცა კონტროლიდან გამოვიდა, მანამდეც კი, სანამ მოსკოვს დაუპირისპირდებოდა, ვაგნერსა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის პირდაპირი შეტაკებები უკვე ხდებოდა. შესაძლოა, შესვენება გადაწყვიტა. შოიგუს განადგურებისთვის პუტინზე ზეწოლას ცდილობენ.
მაინც რატომ არ ჩავიდა მოსკოვამდე?
– ამ ეტაპზე ვერ გავიგებთ. იყო თუ არა რეალური მიზანი მოსკოვის აღება? მისი შეიარაღებული ძალები მოსკოვთან ახლოს იყო, რაც ძალიან შთამბეჭდავია.
რა დასკვანა გამოიტანეს კრემლში?
– ყველანაირი განსჯა არსებობს. რეალურად პრიგოჟინმა საომარი მოქმედებები პუტინის გარანტიების სანაცვლოდ უნდა შეწყვიტოს, რომლის მიხედვითაც ის მომავალ წელს კენჭს აღარ იყრის. ეს შიდა შეთანხმება, თითქოს „სასახლის გადატრიალება“ იყო. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, არ ვიცი რამდენად შეიძლება ამის დაჯერება. რეალობა ისაა, რომ დღეს პუტინი გაცილებით სუსტია, ვიდრე უკრაინის ომამდე იყო.
ომის ცხელ წერტილებში, სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ძირითადად მხარს უჭერდნენ და “ვაგნერის” კერძო სამხედრო კომპანიას წინ სწევდნენ. შეიცვლება თუ არა სიტუაცია?
– ეჭვი მეპარება, რომ ერთი ადამიანის მიერ შექმნილი სამხედრო ორგანიზაციის წევრები შეთანხმდნენ და ურთულესი სამხედრო ოპერაცია განაგრძეს. მათმა ლიდერმა ხომ დატოვა ისინი. ყოველი მათგანი ახლა არასანდოა და თვლიან, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე ძალიან ადვილად მოიშორებენ ისეთ ადგილებში, საიდანაც ვერ გამოაღწევენ. ამიტომ მეეჭვება უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში “ვაგნერი” ეფექტური გამოდგეს.
იმოქმედებს თუ არა ეს ომის შედეგზე?
– უკვე არის ფრონტის კონკრეტული მონაკვეთები, სადაც უკრაინამ უფრო მეტ უპირატესობას მიაღწია, ვიდრე “ვაგნერმა”.
რამდენად დაუჭერს მხარს რუსეთი დასუსტებულ „ლიდერს“, დარჩება თუ არა პუტინი ხელისუფლებაში?
– არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება უფრო პოპულარული, რადგან რუსეთის საზოგადოება არ წყვეტს ვინ იქნება მისი ლიდერი. ელცინი გამონაკლისი იყო. ყოველ ჯერზე, ისტორიულად, ეს კრემლის საზღვრებში წყდებოდა და ვფიქრობ, პუტინის მემკვიდრის თაობაზე გადაწყვეტილებასაც იქ მიიღებენ. ხოლო შემდეგ ამ ახლადშექმნილ მხსნელს, ლიდერს საზოგადოებას ისე წარუდგენენ, რომ მხარს დაუჭერს. როდესაც 2008 წელს პუტინმა თავისი მეორე ვადა დაასრულა და ფიქრობდა ადგილი ვისთვის დათმო, რათა ძალაუფლებაც რისკის გარეშე შეენარჩუნებინა, რუსეთის საზოგადოებამ იმ კანდიდატის მიმართ გამოხატა მხარდაჭერა, რომელსაც პუტინი აწინაურებდა. მან ჯერ პირველ ვიცე-პრემიერად ივანოვი დააწინაურა, შემდეგ კი მისი რეიტინგი ივანოვის ასეთ სერიოზულ დონეებს ფარავდა. მაგრამ მან მეორე პირველ ვიცე-პრემიერად მედვედევი დანიშნა და რეიტინგმაც გაუწსრო. ანუ, ვინც არ უნდა აირჩიოს, საზოგადოების მხრიდან ამ ადამიანის მხარდაჭერა უფრო სერიოზული იქნება.