2020 წლის აპრილში, საქართველოში უცხოეთიდან გადმორიცხული თანხის მოცულობა 42,3%-ით შემცირდა. აპრილში ფულადმა გზავნილებმა 79,078 მლნ დოლარი შეადგინა, ეს კი 58,039 მლნ დოლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან აპრილში საქართველოში უცხოეთიდან 137,118 მლნ დოლარი გადმოირიცხა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტად გზავნილები რუსეთიდან შემცირდა, აქ კლებამ 61,8% შეადგინა, 27,5%-ით შემცირდა ფულადი გზავნილები იტალიიდან, საბერძნეთიდან გადმორიცხვებმა კი 37,8%-ით დაიკლო.

გთავაზობთ Top-10 ქვეყანას, საიდანაც აპრილში საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის თანხა გადმოირიცხა:

რუსეთი – 13,115 მლნ დოლარი
იტალია – 13,363 მლნ დოლარი
საბერძნეთი – 10,152 მლნ დოლარი
ისრაელი – 6,875 მლნ დოლარი
ამერიკა – 9,741 მლნ დოლარი
თურქეთი – 5,327 მლნ დოლარი
გერმანია – 3,728 მლნ დოლარი
უკრაინა – 1,999 მლნ დოლარი
ესპანეთი – 1,588 მლნ დოლარი
პოლონეთი – 1,468 მლნ დოლარი

რაც შეეხება საქართველოდან გადარიცხვებს, 2020 წლის აპრილში უცხოეთში გზავნილებმა 9,999 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 47,7%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შარშან აპრილში ქვეყნიდან 19,131 მლნ დოლარი გადაირიცხა.

ფულადი გზავნილების შემცირების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობაა.

წყარო: bpn.ge