საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო 27 ივნისიდან მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პირებისთვის, რომელთაც ბიზნესის წამოწყება სურთ, სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამას იწყებს.
პროგრამის მიზანი მაღალმთიან დასახლებებში კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ახალგაზრდა მეწარმეების სტიმულირება და ეკონომიკური აქტივობა, როგორც სოფლის მეურნეობის, ისე არასასოფლო-სამეურნეო სექტორების მდგრადი განვითარება და მაღალმთიან დასახლებებში ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაციაა.
პროგრამის ინიციატორი სოფლის განვითარების სააგენტოა, რომელსაც კოორდინაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უწევს.
ფიზიკური პირების თანადაფინანსება 30 000 ლარიდან 100 000 ლარს შეადგენს, მაგრამ წარმოდგენლის პროექტის ჯამური ღირებულება 50%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
იურიდიული პირების თანადაფინანსებაც 30 000 ლარიდან 100 000 ლარს მოიცავს, თუმცა პროექტის ჯამური ღირებულება 60%-ს უნდა შეადგენდეს.
60%-იანი სახელმწიფო დაფინანსება 18-დან 35 წლამდე მამაკაც და 18-დან 40 წლამდე ქალ ბენეფიციარებს, სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებს ეხება.
პროგრამა დააფინანსებს როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესს. სოფლის მეურნეობის პროგრამებში არ ფინანსდება პირველადი წარმოება, არასასოფლო-სამეურნეო პროგრამებში კი აფინანსებენ კაფეების, სასტუმროების, რესტორნებისა და სტარტაპების მშენებლობასაც.
თუ შენობა ან ტერიტორია იჯარით არის აღებული, მაშინ მინიმუმ 10 წლით უნდა გაიცეს და გაფორმდეს.
არ დაფინანსდება შემდეგი საქმიანობები:
განაცხადი შეგიძლიათ გაგაზავნოთ ონლაინ, ქართულად გვერდ rda.gov.ge -ზე.
სააგენტოს თანამშრომლები 23 ივნისს, 12:00 საათზე ახალქალაქის მერიის შენობაში პროგრამის პრეზენტაციას გააკეთებენ. მსურველებს შეუძლიათ დაესწრნონ და სიახლეს დეტალურად გაეცნონ.