თბილისში საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ჭიათურის მაღაროელების მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაანონსდა, რომელშიც მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ. ჭიათურელმა მეშახტეებმა უკიდურეს ზომებს მიმართეს და უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობდნენ, ზოგიერთმა მათგანმა პროტესტის ნიშნად თვალები, ხელები და პირი აიკერა.

დაახლოებით 3 000 გაფიცული მეშახტე კომპანია “Georgian Manganese”-სგან პირობებისა და უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესებას, ხელფასის მომატებას ითხოვს.

shaxtior

“Georgian Manganese”-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 18 ივნისს რეგულარული მოლაპარაკებები გაიმართა და მათი მოთხოვნების გათვალისწინებით, კომპანიამ ხელფასის გაზრდა და აუდიტის ჩატარება გადაწყვიტა.

„გარდა ამისა, კომპანია მზად არის სამუშაო კომისია შექმნას, რომელშიც ყველა მხარე ჩაერთვება. იგი თანამშრომელთა მოთხოვნებს, პრობლემებსა და მიზეზებს შეისწავლის; განიხილავს სიტუაციის გამოსწორების გზებს, გაეცნობა დასაქმებულთა სამუშაო პირობებს და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობას. კომისია სამუშაო პროცესის ორგანიზების ძველ ხერხებსა და კომპანიის მიერ მოთხოვნილი ახალი სამუშაოს საჭიროებას, ეკონომიკურ მიზანშეწონილობას გადახედავს“, – ნათქვამია განცხადებაში.

boxoqi akcia

კომპანიის წინადადებამ მეშახტეები არ დააკმაყოფილა, რომლებმაც 14 პუნქტისგან შემდგარი მოთხოვნა შეიტანეს. ჭიათურაში გამართული საპროტესტო აქციის პარალელურად, გამოსვლები დედაქალაქშიც დაიწყო.

„შიმშილობას და მშვიდობიან პროტესტს დავიწყებთ, მაგრამ არა კომპანიის შტაბ-ბინაში, არამედ პარლამენტის წინ, რათა მთელმა მსოფლიომ ნახოს რა მდგომარეობაშია ჭიათურელი მაღაროელი და მუშა. ვინც ჩვენსავით მონურ პირობებში მუშაობს, უნდა შემოგვიერთდეს. დიდი ხანს ვიცადეთ, სანამ კომპანია და სახელმწიფო გონს მოვიდა, მოთხოვნილი პრობლემების შინაარსს მოხვდა, მაგრამ დამცინავი პასუხები გაგვცა. ამიტომ შემდგომი ნაბიჯები სწორად უნდა გადავდგათ  თბილისშიც შეხვდებით მონურ პირობებში მომუშავე ადამიანებს, რომლებიც მხარს დაგვიჭერენ. აქ დარჩენილებმა იციან მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში როგორ იმოქმედონ და ჭიათურის გადარჩენის გზები როგორ დავგეგმოთ. 10, 20, 30 ადამიანი არაფერს ნიშნავს, ყველამ პასუხი უნდა აგოს“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

hanqaporrr

12 ივნისს კომპანიასა და თანამშრომლებს შორის შუამავლობის პროცესს ჯანდაცვის სამინისტრო შეუერთდა.