15 ივნისს ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან 13 ახალგაზრდა ჯარში წავიდა.

ახალქალაქის სამხედრო კომისარიატთან უამრავი ადამიანი შეიკრიბა. ნათესავებმა და მეგობრებმა საქართველოს ჯარში მსახურებისთვის 13 ახალგაზრდა გააცილეს. ახალქალაქის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის ჟირაირ ზანდარიანის თქმით, წელს საგაზაფხულოდ 60 ადამიანი გაიწვიეს, თუმცა ბევრი მათგანი ან საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ, ან მსახურებიდან ჯანმრთელობის პრობლემების გამო გაათავისუფლეს.

„13 ვაჟი ქვეყნის წინაშე თავისი მოვალეობის შესასრულებლად წავიდა. საგაზაფხულო გაწვევაზე 60 კაცი უნდა გაგვეგზავნა, მაგრამ არ გამოგვივიდა, რადგან ბევრმა ჯანმრთელობის მდგომარეობის და სხვა მიზეზების გამო, წასვლა  ვერ შეძლო. უმრავლესობამ ვერ გადაავადა, რადგან ნაწილი საზღვარგარეთ სამუშაოდ გაემგზავრა და ნაწილი კარტოფილს ფასის კლების გამო გადავადების თანხას ვერ იხდის“, – განმარტავს ჟირაირ ზაქარიანი.

საქართველოში სამხედრო სავალდებულო სამსახური ერთი წელი გრძელდება.