პარუირ მადოიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში ცხოვრობს. ადგილობრივ საშუალო სკოლაში სწავლობდა და უმაღლესი განათლება არ მიუღია. მთელი ცხოვრება შემოქმედებისკენ ილტვოდა. უკვე საკმაოდ შეგნებულ ასაკში აზრები ქაღალდზე გადაიტანა. რამდენიმე ნამუშევარი უკვე გამოქვეყნებულია და სურს წიგნი დაბეჭდოს.

პარუირი ბავშვობიდან წერდა, მაგრამ საიდუმლოდ ინახავდა, რადგან დასცინოდნენ. ბავშვობის არც ერთი ნამუშევარი არ შეუნახავს, ყველა გადააგდო.

„ვწერდი, მერე ქაღალდს ვჭმუჭნიდი, ვხევდი და ნაგავში ვყრიდი. თან ისე ვხევდი, რომ ვერავის წაეკითხა. მაშინ მათ მნიშვნელობას ვერ იგებდნენ, იცინოდნენ, სერიოზულად არ აღიქვამდნენ”, – ჰყვება პარუირი.

წერა 14 წლისამ დაიწყო. მის ორ სოფლელ ბიჭს აღწერდა, რომლებმაც იჩხუბეს. ამ თემაზე პარუირი სერიოზულად არ მუშაობდა, თუმცა დიდ ისტორიად გარდაიქმნა. დაწერა, სოფლის ცენტრში წაიღო და იქ დატოვა, რადგან ერთ-ერთ მოჩხუბართან მასაც ჰქონდა პრობლემები.

მოგვიანებით დაბადების ადგილს, სამშობლოს აღწერდა. პროზასა და სხვადასხვა თემაზე წერა უყვარს.

ისიც ახსოვს, პირველი გულწრფელი ნაშრომი როგორ დაწერა.

„სოფელში პურის მაღაზია გვქონდა, თონე კი განძაში იყო. მაღაზიაში პური როცა მთავრდებოდა, განძაში მივდიოდით, 6 კმ-ს ფეხით გავდიოდით. ერთხელ, ჯერ კიდევ ბავშვი წავედი. დიდი რიგი იყო. ნახეს, რომ სხვა სოფლიდან ვიყავი და რიგის გარეშე გამიშვეს. პური ავიღე, მაგრამ საკმაოდ მძიმე იყო. ვფიქრობდი, როგორ წამეღო. თითქოს შინაგანმა ხმამ მითხრა, რომ გარემო მომეთვალიერებინა და 8 ველოსიპედი დავინახე. საუკეთესო ავარჩიე, პურები დავკიდე და ფოკისკენ წავედი. სოფელში პირველი სახლი დეიდაჩემისაა, ველოსიპედი იქ დავტოვე და სახლში წავედი. მამა მკაცრი კაცი იყო, სახლში ველოსიპედით ვერ წავიდოდი. მეორე დღეს დავშალე, გადავღებე, მთლიანად შევცვალე და ამის შემდეგ პურის მოსატანად ყოველთვის ამით დავდიოდი. ეს ჩემი პირველი აღიარებაა, რომელიც აღვწერე“, – იხსენებს პარუირი.

რამდენიმე ნამუშევარი Facebook-ზეც გამოაქვეყნა. ახალციხელმა ავტორმა ჰოვანეს ჯავახქციმ (სტეპანიანი)  ნაწარმოებების გამოქვეყნება შესთავაზა.

„ვიფიქრე და ვუთხარი, რომ ურიგო იდეა არ იყო. მისი მადლობელი ვარ, რადგან, მას რომ არ შემოეთავაზებინა, თავად არც კი მომაფიქრდებოდა. მართალია, თანაავტორულია, მაგრამ გარკვეულწილად აღიარება მოიპოვა”.

2021 წელს მისი 4 ნამუშევარი წიგნ „ჯავახული ძახილში“ დაიბეჭდა.

2

პარუირი არ მიიჩნევს, რომ პოეტია. ამბობს, რომ მოყვარულია. მუზა უნდა ეწვიოს, წერა რომ შეძლოს.

მისთვის სამშობლო უპირველესია. ერჩივნა მშობლიური მიწის საზღვრებზე მდგარიყო და იქ დაცემულიყო. 1992 წელს, როცა სკოლა დაამთავრა, მოხალისეებთან ერთად ყარაბაღში წასვლას აპირებდა. ფრონტის ხაზზე ვერ მოხვდა, ფიდაინების მანქანაში ადგილი არ იყო. მომავალში პარუირს ჯანმრთელობის პრობლემებმა შეუშალა ხელი.

4

44-დღიანი ომისას ვაჟი პარუირთან მივიდა და უთხრა, თუ წასვლას დააპირებდა, გზაზე არ გადასდგომოდა.

„ვუთხარი, შვილო, ჩემი ერთადერთი შვილი ხარ, როგორ გაგიშვებ? მაგრამ თქვა: “მთელი ცხოვრება პატრიოტის აღზრდას ცდილობდი და მიზანს მიაღწიე, ამიტომ წინ არ დამიდგე”. მოხალისედ ჩაეწერა, საზღვარს მიაღწია, მაგრამ გადაკვეთის უფლება არ მისცეს“, – ამატებს ის.

პარუირ მადოიანი სომხეთს ერთი სიტყვით აღწერს – „გული“.

44-დღიანი ომისას სამშობლოსათვის ფოკადან ბევრი ახალგაზრდა დაიღუპა, სოფლიდან 26 ახალგაზრდა იბრძოდა.

„ომის დროს ბევრი მშობელი მეუბნებოდა, რომ შვილებზე დამეწერა. არ შემეძლო და ვერ ვუხსნიდი რატომ. უბრალოდ ვერ ვწერდი“, – იხსენებს პარუირი.

ამის შემდეგ ლილით ჩიბუხჩიანს ეხმარება. რომელმაც ჯავახეთიდან 44-დღიანი ომისას დაღუპული მებრძოლების სახელები შეაგროვა. პარუირმა დამატებითი ინფორმაცია  ლილითს გადასცა. სწორედ მან წარუდგინა წიგნის „ჯავახეთის არწივების“ წარმოდგენილს 26 ფოკელი მებრძოლის სახელი.

1

ახლა პარუირი წერს და თან სამიკიტნოც აქვს. დღის უმეტეს ნაწილს იქ ატარებს. როდესაც ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდა, სოფლის მეურნეობაში, მეცხოველეობაში იყო ჩართული. მანამდე საზღვარგარეთაც მუშაობდა.