ახალქალაქის მუსიკალური სკოლის მოსწავლეების ნიჭიერება გასაკვირი აღარ არის. სულ სხვაა, როცა ნიჭი უკვე ზრდასრულ ადამიანში იჩენს თავს. ამის მაგალითია 23 წლის ახალქალაქელი ახალგაზრდა ვარდან კალივოჯიანი.

ბნელი დერეფანი, სხვადასხვა კლასიდან ფორტეპიანოს ფრაგმენტები ისმის, რთულია მაშინვე გაარკვიო, რას უკრავენ ამა თუ იმ კლასში. ცოტა ღრმად, დერეფნის ბოლოს მხიარული სიცილი ისმის; დირექტორის და მასწავლებლის სვეტლანა კაროიანის ოთახის კარი ღიაა, სადაც მუსიკისაც გაიგონებთ. ფორტეპიანოსთან ორი მოსწავლე ზის და  უკრავს – ერთი პატარა, ნიჭიერი არსენ კარაპეტიანია, ხოლო მეორე შედარებით უფროსი, მუსიკალური სკოლის ახალი მოსწავლე ვარდან კალივონჯიანი.

არსენი და ვარდანი  თბილისის კლასიკური მუსიკის ყოველწლიურ საგაზაფხულო კონკურსში „მომავლის ვარსკვლავებში“ მონაწილეობდნენ. მუსიკალური სკოლის ნიჭიერი ბავშვები საქართველოს მუსიკალურ წრეებში დიდი ხანია ცნობილნი არიან როგორც პროვინციული ახალქალაქის ნიჭიერი ახალგზარდები, თუმცა ამ წლის აღმოჩენა 23 წლის ვარდან კალივონჯიანი იყო.

“დილით გავიღვიძე და გადავწყვიტე, ფორტეპიანოზე დაკვრა მესწავლა. მუსიკა ყოველთვის მიყვარდა. როცა სიმღერას ვუსმენ, მაინტერესებს არა ის, რას მღერიან, არამედ მუსიკის კონსტრუქცია. როცა ფორტეპიანოზე დაკრა გადავწყვიტე, ძიებისას პირველი ნაწარმოები, რომელიც მოვისმინე, “ფანტაზია” – შოპენის ექსპრომტი იყო. მაშინ  ნოტებსაც ვერ ვკითხულობდი, მაგრამ გადავწყვიტე მესწავლა. თავიდან ძალიან გამიჭირდა“, – ამბობს ვარდანი, რომელიც ფორტეპიანოს უკვე ერთი წელია სწავლობს.

მისგან ცოტა მოშორებით მისი პედაგოგი სვეტლანა ნერსესოვნა ზის, რომელსაც მრავალი წლის მიუხედავად მოსწავლეები მაინც მიმართავენ. მასთან სწავლა იღბლის მომტანია. თუმცა ყველა ვერ ახერხებს მისი მოსწავლე გახდეს. ვარდანმა მისი ყურადღება დიდი მონდომებით მიიპყრო.

“თავდაპირველად, სვეტლანა ნერსესოვნას ჩემი აყვანა არ სურდა. ცოტა ხანი მარტო ვმეცადინეობდი, მაგრამ პედაგოგი მჭირდებოდა. სვეტლანა ნერსესოვნას ვუთხარო, რომ მსურდა გაკვეთილები მას ჩაეტარებინა, თუმცა უარი მითხრა, სხვა პედაგოგებთან გამიშვა. ამბობდა, რომ დრო არ ჰქონდა. მაგრამ განვაცხადე, რომ მხოლოდ მასთან სწავლა მსურდა”, – იხსენებს ვარდანი.

– დიახ, ასე იყო, რადგან განვიხილავდი როგორც პროფესიონალი – როგორ შეიძლება მუსიკის სწავლა 23 წლისამ დაიწყო? დიდი მნიშვნელობა აქვს აღნაგობას, ხელის მოქნილობას, პლასტიურობას. პატარა ბავშვის ხელები პლასტერინივითაა – ისე ძერწავ, როგორც გჭირდება. აქ კი აპარატი უკვე ფორმირებულია და შეცვლა ძნელია. მაგრამ აი რას ნიშნავს დაკვრის დიდი სურვილი – მუშაობით ისეთი შედეგები მივიღეთ, რომელთაც არ ველოდი.

– არც მე ველოდი, – იცინის ვარდანი.

ვარდანი ბავშვობიდან ახალქალაქში არსებულ თითქმის ყველა წრეზე დადიოდა – კრივი, კარატე, სამხატვრო სკოლა; ხატვაც ისევე კარგად გამოსდის, როგორც დაკვრა. მხოლოდ მუსიკალურ სკოლაში არ უცდია ბედი.

„არავის ურჩევია და არც მეგონა, რომ პროფესიონალურ დონეზე შემეძლო მუსიკის დაკვრა. მაგრამ როცა მუსიკას, ნოტებს სწავლობ, გიტაცებს. შეგიძლია ერთი კომპოზიცია 10-ჯერ დაუკრა, 10-ჯერ ისწავლო. და ყოველ ჯერზე განსხვავებული და უფრო საინტერესო გამოდის. პატარა რომ ვიყავი, ეზოში თამაში მინდოდა და ასეთ წრეებს თავს ვარიდებდი. მაგრამ როცა იზრდები, ყველაფერს სხვანაირად, უფრო შეგნებულად აღიქვამ”, – აღნიშნავს იგი.

“სამწუხაროა, რომ მუსიკაზე ბავშვობიდან არ ატარებდნენ. მაშინ მეტი პერსპექტივა ექნებოდათ. მაგრამ ახლაც ძალიან კარგი ხარ,” – განმარტა სვეტლანა ნერსესოვნამ.

ვარდანს ძლიერი ჟინი აქვს და ძალიან ჯიუტია – ეს პედაგოგმა მაშინ იგრძნო, როცა ფაქტის წინაშე დადგა.

“სვეტლანა ნერსესოვნამ მითხრა, უნდა გამები და ტექნიკური მასალა უნდა ვისწავლო, რათა პრაქტიკა მქონდეს. მე კი მაშინვე უარი ვუთხარი და ვუჩვენე, რისი დაკვრაც მსურდა. აღნიშნა, რომ იმდენად რთული იყო, ტექნიკა სჭირდებოდა. მაშინაც უარი ვუთხარი. რახმანინოვის პრელუდიაზე ვსაუბრობდით, – იხსენებს ვარდანი.

– გამიკვირდა, როგორ შეეძლო ტექნიკა, სწორად დაკვრა ვიდეოდან ესწავლა. ძალიან გაკვირვებული დავრჩი, – იხსენებს სვეტლანა კაროიანი.

Дизайн без названия - 1

ვარდანს სხვადასხვა ჟანრის მუსიკა უყვარს, მაგრამ მხოლოდ კლასიკურ მუსიკას უკრავს.

“ძირითადად რახმანინოვს ვუკრავ. ჯაზი ან სხვა სტილის მუსიკაც მიყვარს, მაგრამ კლასიკის დაკვრა მსურს. ამით მსმენელს აჩვენებ, რომ უკრავ. მუსიკას უბრალოდ კი არ უსმინო, უნდა გაიგო. კლასიკიდან, რახმანინოვის გარდა, შოპენი, შუბერტი, ლისტი მიყვარს, მინდა მენდელსონის ნაწარმოებებიც დავუკრა. პირველ კონკურსში მონაწილეობა გამოცდილებაც იყო და იმ სირთულეების დაძლევაც, რომელიც ლაურეატის წოდებისთვის უნდა გაირო“, – აღნიშნავს ვარდანი.

ვარდანი ამჟამად მუსიკალური სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეა. პარალელურად, უმაღლეს განათლებას სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში იღებს, ეკონომისტის, ბიზნესის-ადმინისტრირების ფაკულტეტზე სწავლობს. NETCOM-შიც მუშაობს,სადაც თანამშრომლები ოჯახის წევრებად მიიჩნევენ.

როგორც ნებისმიერი შემოქმედი ადამიანი, ვარდანიც განწყობის ცვალებადობით ხელმძღვანელობს და ამას მუსიკაშიც ასახავს, ​​რადგან ჟღერადობაც მუსიკოსის ემოციაზეა დამოკიდებული.

“ყველა ადამიანი გადის ეტაპებს, სირთულეებს. ძირითადად სევდიან ნაწარმოებებს ვუკრავ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს მამშვიდებს. თითქოს ჩემს ემოციებს მუსიკით გამოვხატავ, რადგან სხვა ადამიანებს ნამდვილად არ ვუზიარებ. როცა რაღაც ხდება, საკუთარ თავში ვიკეტები. ეს ხასიათის ცუდი თვისებაა“, – ამბობს ის.

Дизайн без названия - 1

მის ცხოვრებაში მომხდარმა უბედურმა შემთხვევამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

“ყოველივეში დიდი როლი ითამაშა იმან, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში მოვყევი. არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ყველა ეს ცვლილება უბედური შემთხვევის შედეგია. კომაში ვიყავი. სჯერათ, რომ მაშინ ზებუნებრივი რაღაც ხდება. მაგრამ ეს ყველაფერი ჩემთან საერთოდ არ არის დაკავშირებული. უბრალოდ მუსიკისადმი სიყვარული ახლა გამჟღავნდა. ამ მოვლენებმა გავლენა მხოლოდ იმ გაგებით მოახდინა, რომ შესრულებისას ამ სიტუაციის ტრაგიკულობას გადმოვცემ. როცა ვხატავ სევდიან ტონებს, თემებს ვარჩევ. ინტროვერტი ვარ, ბევრი ხალხი არ მიყვარს, კონცერტებზე კი თავს უხერხულად ვგრძნობ. მაგრამ კონკურსის შემდეგ რაღაც შეიცვალა”, – ჰყვება იგი.

ვარდანი სამომავლო გეგმებში დარწმუნებული არ არის, თუმცა ოცნებობს მუსიკალური კარიერა ჰქონდეს.

„ვნახოთ, რა გამოვა. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. მას შემდეგ, რაც ეს ბარიერი გადავლახე, სირთულეებისკენ უნდა ვიარო და მარტივ გზას მოვერიდო. შესრულების დონე უნდა ამაღლდეს. ზოგადად, მარტივიდან რთულამდე მიდიან, მაგრამ მე რთულით დავიწყე. შეუძლებელი არაფერია. ჩემი მომავალი სხვანაირად წარმომიდგენია, მაგრამ მხოლოდ ამ მიმართულებით. იმედი მაქვს, რომ საკონცერტო პიანისტი გავხდები.”