ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიუხედავად, “ფინკა ბანკი” ფერმერთა მხარდაჭერას განაგრძობს და კომპანია „აგროსფეროსთან“ ერთად, მომხმარებლებს აგრო სესხებზე ექსკლუზიურ პირობებს სთავაზობს – წლიური განაკვეთი 2%-დან (ეფექტური 2.65%-დან) იწყება.
“ფინკა ბანკის” აგრო სესხის განვადება განკუთვნილია მათთვის, ვინც “აგროსფეროს” მაღაზიათა ქსელში შეიძენს სასოფლო-სამეურნეო აღჭურვილობას და მასალებს, მცენარეთა დაცვის საშუალებებს, სასუქებს, სათესლე მასალას და სხვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის საჭირო პროდუქციას.
აგრო სესხის განვადების ვადა 6-დან 15 თვემდე, ხოლო სესხის თანხა 4500 ლარიდან 60 000 ლარამდეა, აგრო სესხის დამტკიცების და გაცემის საკომისიო – 0%-ია. 40000 ლარამდე სესხი გაიცემა გირაოს და თავდების გარეშე.
უპრეცედენტოდ დაბალი ფასი დიდი შეღავათია ფერმერებისთვის. აგრო სესხის მეშვეობით ისინი მარტივად შეიძენენ მეურნეობისთვის საჭირო ინვენტარს, მცენარეთა დაცვის საშუალებებს, სასუქებს, სათესლე მასალას, აგროტექნიკას, აგროინვენტარს, წვეთოვანი მორწყვის სისტემებს. გარდა ამისა, შესაძლებელია მეღვინეობის დანადგარების, ფილტრაციის სისტემების, მუხის კასრების, დამხმარე მასალების სწრაფად და მარტივად, დამატებითი პროცედურების გარეშე შეძენა.
ფინკა ბანკი უკვე 20 წელზე მეტია მომსახურებას უწევს მცირე და საშუალო მეწარმეებს და ფერმერებს საქართველოს ყველა რეგიონში.
აგრო სესხის განაცხადი შეავსეთ აქ, მოგვმართეთ ფილიალში ან ეწვიეთ აგროსფეროს მაღაზიებს თქვენს ქალაქში