ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სამ საჯარო სკოლაში ექიმის პოზიციაზე ვაკანსია გამოცხადდა. ინფორმაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსდა.
2 ივნისიდან ვაკანსიები შემდეგ სკოლებში გაიხსნება:
– სოფელ კოთელიას საჯარო სკოლაში განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 9 ივნისი
– სოფელ ზაქის საჯარო სკოლაში განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 9 ივნისი
– სოფელ არაგვას საჯარო სკოლაში განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 6 ივნისი
წელს ექიმის ვაკანსია 18 საჯარო სკოლაში გამოცხადდა.