1 ივნისს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჰესის “ახალქალაქის” მიერ ორგანიზებული ხელოვნების კონკურსის „მე და სუფთა გარემოს“ ფარგლებში, 24 მოსწავლეს საჩუქრები და სიგელები გადაეცა.

კონკურსში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის – დილისკის, ორჯასა და კორხის – სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

jonhurs

გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი სამველ მანუკიანი, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი, ახალქალაქისა და ნინოწმინდის ადგილობრივი ხელისუფლების ლიდერები, დეპუტატები და საორგანიზაციო კომპანიის დირექტორი ნუგზარ ჭეიშვილი დაესწრნენ.

nagrajdenya

konkurs

სააქტო დარბაზში 24 გამარჯვებულის ნახატი გამოიფინა. ყველა მოწვეულმა ნუგზარ ჭეიშვილთან ერთად პრიზები კონკურსში პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეებს გადასცა. დაჯილდოების შემდეგ თითოეულმა მონაწილემ თავისი ნახატი წარადგინა და კომენტარი გააკეთა.

prizi

გამარჯვებულებმა, I-V კლასების მოსწავლეებმა, “Samsung 7 light”-ის პლანშეტი მიიღეს, ხოლო VI-XII კლასების მოსწავლეებმა კომპანიის სერთიფიკატებთან ერთად “Samsung A8”-ს პლანშეტი.

konkurs1

ხელოვნების კონკურსი „მე და სუფთა გარემო“ დედამიწის დღეს დაემთხვა. კონკურსში სამიზნე სოფლების ოთხი სკოლიდან 257 მოსწავლე მონაწილეობდა. ნახატებიდან ორგანიზატორებმა საუკეთესო 24 აირჩიეს.

GESnagrajdenie

„ჰესის “ახალქალაქის” სოციალური პროგრამის ძირითადი მიმართულებები გარემოს დაცვა და განათლებაა. კონკურსით გვინდოდა ხაზი გაგვესვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მიწა და მისი ბიომრავალფეროვნება ამ პლანეტაზე მცხოვრები ყველა ადამიანისთვის. გვსურდა მოსწავლლების ცნობიერებაც აღგვემაღლებინა. ბევრი ვიფიქრეთ პრიზებზეც, გვინდოდა ისეთი საჩუქრები შეგვეძინა, რომელიც განათლებას ეხებოდა. ვფიქრობ, ეს მისია შევასრულეთ; პლანშეტი ინსტრუმენტია, რომელიც ტექნოლოგიების ეპოქაში საზღვრებს არღვევს. ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაა. ვფიქრობ, ამ კონკურსმა თავისი მისია შეასრულა, 257 მონაწილე კი საკმაოდ ბევრია. მადლობა მინდა გადავუხადო სკოლების დირექტორებს და მასწავლებლებს, მათი დახმარების გარეშე კონკურსის ჩატარება გართულდებოდა და მადლობა თითოეულ მონაწილეს. ასეთი კონკურსები ერთგვარი სტიმულია, მუდმივად იმუშავო საკუთარ თავზე და ყოველ ჯერზე გააუმჯობესო შედეგი“, – განაცხადა ახალქალაქი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერმა ნინო თევდორაშვილმა.

ჰესმა “ახალქალაქმა” 233 მოსწავლეს კონკურსში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცა.