ერთადერთი ადგილი, სადაც სოფელ ოკამის ახალგაზრდებს განათლების მიღება და შეკრება შეუძლიათ სოფლის სკოლაა. სკოლის შემდეგ ან სახლში სწავლობენ, ან მშობლებს სახლის საქმეებში ეხმარებიან. ახალგაზრდებს სურთ ჰქონდეთ პატარა კუთხე, სადაც შეიკრიბებიან, იმეცადინებენ…
ოკამის ახალგაზრდებისთვის ერთადერთი იმედი სოფლის სომხურ-ქართული სკოლაა, რომელიც ახალგაზრდულ ცენტრს შეიძლება ემსახურებოდეს, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა ახალი სკოლა აშენდება. თუმცა მშენებლობის დაწყების თარიღი უცნობია.
Jnews-თან საუბარში სოფლის სომხური სკოლის დირექტორმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდების არაფორმალური განათლებისთვის ახალგაზრდული ცენტრის არსებობა აუცილებელია.
„სოფელში ახალგაზრდული ცენტრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის სოფელში სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდებს მეგობრობისა და ინტეგრაციის შესაძლებლობას მისცემს. ახალგაზრდული ცენტრი გახდება ადგილი, სადაც ახალგაზრდები იფიქრებენ და გააანალიზებენ ისეთ პრობლემებს, რომლებიც არა მარტო სოფელში, არამედ მთლიანად საზოგადოებაშია. შეეძლებათ ერთმანეთში აზრები გაცვალონ“, – ამბობს სოფელ ოკამის ერთ-ერთი ახალგაზრდა ნანა კოჩალიძე.
საუბრისას ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ სოფელში სომხური, ქართული და აჭარული თემის წარმომადგენლებს ერთმანეთის კულტურის, სამზარეულოს, რელიგიის გაცნობის საშუალება არ მიეცათ.
ერთ სოფელში სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის წარმომადგენი ცხოვრობს: სომხები, ქართველები, ეკომიგრანტები აჭარიდან, მაგრამ ხშირად ცალკე ცხოვრობენ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფელში არსებობდეს ცენტრი, რომელიც გახდება არა მხოლოდ ახალგაზრდების მომზადებისა და თავშეყრის ადგილი, არამედ სხვადასხვა წარმომადგენელთა მეგობრობისა და ინტეგრაციის მყარი საფუძველი.
ახალგაზრდების თქმით, ოცნებებს მიჰყვებიან; რაც არ უნდა არარეალურად მოგეჩვენოთ, მაინც არ არიან იმედგაცრუებულნი. ოდესმე აუცილებლად ექნებათ ახალგაზრდული ცენტრი, რომელიც ყველას ერთ ჭერქვეშ გააერთიანებს, განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიისა.