დღეს, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მე-2 საჯარო სკოლის უფროსკლასელებმა უმცროსი მოსწავლეებისთვის ზეიმი სკოლის ეზოში მოაწყვეს.
მე-11 „ა“ და მე-10 „ბ“ კლასის მოსწავლეებმა სკოლის მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად სკოლის ეზოში დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის ზეიმი მოაწყვეს.
ბავშვები გაახარეს ბუშტებით, ტკბილეულით. დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ფერადი ცარცებით დახატეს. მშობლებმა ანიმატორები მოიწვიეს, ბავშვები ენთუზიაზმით შეხვდნენ თეთრ დათვს და დისნეის გმირ მიკის.
ბავშვები ცეკვავდნენ ანიმატორებთან და ეზოში თამაშობდნენ. გარდა სკოლის მოსწავლეებისა დღესასწაული სკოლის დირექტორის მ/შ ანაიდა აბგარიანმაც მიულოცა ყველა ბავშვს.
“ჩვენ ვთვლით, რომ ამ დროისთვის ძალიან ცოტა ადგილია და საინტერესო პროექტები ბავშვებისთვის, ამიტომ ჩვენს მასწავლებელ კარინე ოგანესოვნასთან ერთად, გადავწყვიტეთ ეს დღე დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის დღესასწაულად ვაქციოთ”,- განაცხადა აქტიურმა მოსწავლემ და ორგანიზატორმა კარინა გალოიანმა.