23-25 მაისს სომხეთში თავისუფალ ჭიდაობაში ა.ნაზარიანისა და ამ სპორტის სხვა ღირსეული მწვრთნელებისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა. მესამე ადგილი ახალქალაქელმა მაქსიმ მკოიანმა დაიკავა.
მაქსიმ მკოიანმა მწვრთნელის ნორაირ კრჯაციანის ხელმძღვანელობით 57 კგ-მდე კატეგორიაში იასპარეზა და მე-3 ადგილი დაიკავა.
შეჯიბრი 15 წლამდე ვაჟთა შორის ერევანში გაიმართა.