შსს-ს ცნობით, ფოთის პორტში 80 კილოგრამი ჰეროინი აღმოაჩინეს.
ნარკოტიკი ირანის მოქალაქის კუთვნილი სატვირთო მანქანის მისაბმელში იყო დამალული, რომელიც სომხეთისა და საქართველოს გავლით ცდილობდა ჰეროინი ევროპაში გადაეტანა. მიმდინარეობს გამოძიება.
დაკავებულს საქართველოში 20 წლით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის მუხლით ემუქრება.
ინფორმაციას Newsgeorgia ავრცელებს