19 მაისს ბერძნებმა, სომხებმა და ქართველებმა ახალქალაქში პონტოელი ბერძნების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ოსმალეთის თურქეთში სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ქვაჯვართან, ახალქალაქის სომხური სურბ ხაჩ ეკლესიის ეზოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სომხებმა, ქართველებმა და ბერძნებმა გენოციდის უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნისთვის ყვავილები მიიტანეს.

grekigenocid

სამცხე-ჯავახეთის ბერძენთა კავშირის თავმჯდომარის, მიხეილ კოლიკიდის თქმით, ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი იგებს ახალქალაქში ბერძენთა გენოციდის შესახებ და ამ დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი მოდის ეკლესიის ეზოში უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად და ბერძნებს გენოციდების წინააღმდეგ მშვიდობიან აქციაში მხარს უჭერენ.

„ახლა უფრო მეტი ხალხი იყო. ქუჩაში მწუხარებას გამოხატავენ, რადგან გენოციდმა 1 200 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და იგი საუკუნის დანაშაულია, უნდა დაისაჯოს. მთავარი გენოციდის აღიარებაა. ბერძნებსა და სომხებს იგივე ბედი გვაქვს და უნდა ვიზრუნოთ, რომ გენოციდი დასჯადი გახდეს. ჩვენ ყველა გვახსოვს“, – განაცხადა მიხეილ კოლიკიდიმ.

greki genocid

მონაწილეებმა „მამაო ჩვენოს“ ლოცვა წაიკითხეს და მღვდელმა თადეოს ტერ მკრტჩიანმა გენოციდის უდანაშაულო მსხვერპლთა სულების მოსახსნელად წირვა აღავლინა:

„ასეთი ღონისძიებები ხალხმრავალი უნდა იყოს. უნდა მივმართოთ დიდ სახელმწიფოებს, რათა მოისმინონ, დაინახონ და განსაჯონ დანაშაული. არა მხოლოდ ვასრულებთ ჩვენს პასუხისმგებლობას გენოციდის მსხვერპლთა წინაშე, არამედ ვირიდებთ დიდი სახელმწიფოების სურვილს, თუ ისინი მოულოდნელად გადაწყვეტენ პატარა ქვეყნების დაპყრობას. მშვიდობა მათ სულებს, ვლოცულობთ მათთვის“.

ეზოში შეკრებილები ეკლესიაში შევიდნენ და სანთლები დაანთეს.

19 მაისი ახალქალაქში პონტოელი ბერძნების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღე 2015 წლიდან აღინიშნება. ახალქალაქში ბერძნები ქალაქში, სოფელ ხოსპიოსა და ბავრაში ცხოვრობენ.

greki

ბერძნებს ოსმალეთის იმპერიაში 1915 წლიდან 1923 წლამდე კლავდნენ, მაგრამ 19 მაისი ითვლება პონტოს ბერძენთა გენოციდის დღედ, რადგან 1919 წლის ამ დღეს ქემალ ფაშას ჯარებმა საშინელი ხოცვა-ჟლეტა დაიწყეს. ამ დღეს კერასუნდში 23 000-მდე ბერძენი დაიღუპა.

ბერძნებისთვის გენოციდი ქეოსის კუნძულით დაიწყო, სადაც ერთ ღამეში 124 000 ბერძენი გაანადგურეს. ცოცხლები დარჩნენ მხოლოდ ქალები, რომლებსაც მონისა და ხარჭას ბედი ელოდათ, და უძლური მოხუცები, ჯამში – 4 000 ადამიანი.

genocid