ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო-კონვენციის ეს საკონსულტაციო კომიტეტი საქართველოში მონიტორინგის უკვე მეოთხედ ატარებს. ვიზიტის ფარგლებში მრჩეველთა კომიტეტის წევრები 15-დან 19 მაისამდე საქართველოში იმყოფებიან და 16 მაისს ახალქალაქს ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში, საკონსულტაციო კომიტეტის ექსპერტები, სლოვაკეთის წარმომადგენელი პეტრა როტერი, შვეიცარიის წარმომადგენელი ნიკოლას ლევრა და ფინეთის წარმომადგენელი მიკო პუუმალაინენი საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში, ახალქალაქში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. კომიტეტი ომბუდსმენის ახალქალაქის აპარატის წარმომადგენელს და ადგილობრივ ხელისუფლებასაც შეხვდება.
ჩარჩო-კონვენციის მრჩეველთა კომიტეტი ყოველ 5 წელიწადში ერთხელ სტუმრობს თითოეულ მონაწილე სახელმწიფოს ჩარჩო-კონვენციის შესრულების მონიტორინგის მიზნით.
საქართველომ ჩარჩო-კონვენციის რატიფიცირება 2005 წელს შეძლო. ვიზიტი საქართველოში მონიტორინგის მე-4 ციკლის ნაწილია. ბოლო ვიზიტი 2018 წელს შედგა. ამის შემდეგ მრჩეველთა კომიტეტი მიიღებს დასკვნას, ანუ მოამზადებს მონიტორინგის ანგარიშს, რომლის კომენტირებისთვისაც ხელისუფლებას მოიწვევენ. დასკვნას ხელისუფლება კომენტარების მიღების შემდეგ გამოაქვეყნებს. მონიტორინგის ციკლი დასრულდება მაშინ, როდესაც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მიიღებს რეზოლუციას მიიღებს.
ეროვნული უმცირესობების დაცვის ჩარჩო-კონვენცია, რომელიც ძალაში 1998 წელს შევიდა, ყოვლისმომცველი საერთაშორისო ხელშეკრულებაა ეროვნულ უმცირესობებს მიკუთვნებულ პირთა უფლებების დაცვის შესახებ. ჩარჩო-კონვენცია ადგენს პირთა უფლებებს, დამატებით ვალდებულებებს, რომლებიც უნდა დაიცვან მონაწილე სახელმწიფოებმა. მიუხედავად იმისა, რომ კონვენცია იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტია საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ტერმინი „ჩარჩო“ ხაზს უსვამს, რომ მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ კონვენციის ზოგიერთი დებულება ქვეყანაში არსებული კონკრეტული სიტუაციის გათვალისწინებით, შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის და სახელმწიფო პოლიტიკის კანონმდებლობის მიღებით განახორციელონ.
კონვენციასთან შესაბამისობის კონტროლს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი FCNM-ის მრჩეველთა კომიტეტთან ერთად უწევს, რომელიც 18 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შედგება. ჩარჩო-კონვენციის მხარეს 39 სახელმწიფოა. მათ შორისაა სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი.