რუსეთმა საქართველოში პირდაპირი რეისების და ტურების გაყიდვის აკრძალვა გააუქმა. ვლადიმერ პუტინის შესაბამისი განკარგულება რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტპორტალზე გამოქვეყნდა.
რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, უქმდება 2019 წლის 21 ივნისის განკარგულება „რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის, დანაშაულებრივი და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისგან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების დაცვის ცალკეული ზომების შესახებ“.
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმიმოსვლა თბილისში ანტირუსული საპროტესტო გამოსვლების ფონზე, 2019 წლის ზაფხულში შეაჩერა.
ამასთან, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 15 მაისიდან უქმდება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი.