ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანაში მოსახლეობა სოფლის მეურნეობითა და მეცხოველეობით არის დაკავებული და 102 მეურნეობა აქვთ. სოფელში კი ბევრი პრობლემაა, მოსახლეობა ორ ძირითადს გამოყოფს: სარწყავი წყლის მილსადენის გაწმენდის აუცილებლობა და გზების ცუდი მდგომარეობა.

სოფლის ცენტრში შეკრებილი მოხუცები ჭადრაკს თამაშობენ. მათი თქმით, სოფელში ახალგაზრდები აღარ დარჩნენ, ყველა სამუშაოდ წავიდა. ბევრი პრობლემა აქვთ, ამიტომ პრიორიტეტულზე ამახვილებენ ყურადღებას.

shaxmat

„არ ვიცით საიდან დავიწყოთ. უპირველეს ყოვლისა, გზების დაგება გვჭირდება. ჩამოხვედით და თავადაც ნახეთ რა მდგომარეობაშია – ორმოები, ქვები, წყალი“, – აღნიშნავს აგანას მკვიდრი ხორიკ ოგანესიანი.

agana chanaparh

აგანაში სარწყავი წყლის პრობლემა არ არის, მაგრამ მინდვრების მორწყვის საშუალება არ აქვთ, რადგან არხები დანაგვიანებულია.

„წყლის არხები უნდა გასუფთავდეს და მილები აუცილებლად დამონტაჟდეს, რათა წყალი მინდვრებამდე მივიდეს და მოვრწყათ. ეს ჩვენთვის დიდი პრობლემაა“, – ამბობს ვარუჟან განდილიანი.

სოფლის უფლებამოსილი პირი Jnews-თან საუბარში ირწმუნება, რომ საკითხების მოსაგვარებლად ადგილობრივ ხელისუფლებას უკვე მიმართა და დაჰპირდნენ, რომ არხებს 10 დღეში გაწმენდენ.

agana jur

აგანას მოსახლეობას არც სასმელი წყალი ავიწყდება. მასაც სჭირდება გარემონტება, ახალი წყალსადენის გაკეთება, მილების გამოცვლა და აუზის განახლება.

ახალგაზრდებიც ვერ საქმდებიან, სოფელი კი ქალაქიდან საკმაოდ შორს არის.

მიუხედავად იმისა, რომ აგანაში ნაგვის ურნები არ არის, სოფელი სუფთაა. აქ ხალხი საკუთარ სოფელს უვლის, გამუდმებით ასუფთავს და ნაგავს ტომრებში აგროვებს.

aghb

„ჩვენმა ახალგაზრდებმა სოფელი საკუთარი ინიციატივით გაასუფთავეს, რაც დასაფასებელია“, – აცხადებს სოფლის წარმომადგენელი არშალუის გალსტიანი.

მერიის ინფორმაციით, სოფელ აგანაში გზის დაგების პროექტი წელს არ შემუშავდება.

khoghovakn

პირუტყვისთვის წყლის პრობლემა პრაქტიკულად მოგვარებულია. პროექტის „სოფლის მხარდაჭერისა“ და სახელმწიფოს დახმარებით, ორი წლის განმავლობაში 1 კმ სიგრძის წყალსადენი შევა ექსპლუატაციაში.