საქართველოს ეროვნული მუზეუმის, დიმიტრი ერმაკოვის კოლექციის მთავარი ფოტო

არშაკუნის სასახლე თბილისში ერთ-ერთი ულამაზესი შენობაა, რომელიც მე-19 საუკუნეში, 1850-იანი წლების ბოლოს, არქიტექტორ გრიგორი ივანოვის პოექტით აშენდა.

1850-იანი წლების ბოლოს, მდიდარი სომეხის ვარდან არშაკუნის იდეით, ძველ თბილისში დიდი სასახლის მშენებლობა დაიწყო. არშაკუნს არაჩვეულებრივი ოცნება ჰქონდა – აეშენებინა ამიერკავკასიის ერთ-ერთი საუკეთესო, ზღაპრული სასახლე, რომელიც თავისი განსაკუთრებული სილამაზითა და სიდიადით მნახველს წლების განმავლობაში დაგროვილი სიმდიდრის გამოყენებით გაახარებდა.

ვ.არშაკუნი სახლის ასაშენებლად არაფერს იშურებდა, ხელოსნები ირანიდან და ევროპიდან მოიწვია, მაგრამ შენობისთვის მკაფიო გეგმა არ ჰქონდა, ამიტომ ფასადიც და ინტერიერიც კლასიკურმა, ბაროკოს და ისლამური არქიტექტურის ელემენტებმა შთანთქა. კედლები, ჭერი და იატაკი მთლიანად ძვირფასი ქვებით, მინით და საინტერესო ფრესკებით არის დაფარული.

სასახლის მშენებლობა და მორთვა გაჭიანურდა და, სამწუხაროდ, არშაკუნმა დასრულებული სასახლე ვერ იხილა.

11

სასახლის კედლებს თანდათან აღმოსავლური დეკორი, ყვავილოვანი ორნამენტები, სპარსული წარწერებით მედალიონები, სტალაქტიტის ფრიზი და ყაჯარის სტილის ვიტრაჟები ამშვენებდა.

1

12

ინტერიერის გასაფორმებლად ძვირადღირებული ავეჯი, მდიდრული ხალიჩები, ბროლის ჭაღები და დეკორატიული ბიუსტები შეიძინეს.

8

მშენებლობა წლები გრძელდებოდა. ბროლისა და სარკეებისგან დამზადებული დარბაზების მშენებლობაზე დიდი თანხა დაიხარჯა, მათ გასაფორმებლად სპეციალურად ირანიდან ხელოსნებიც მოიწვიეს.

6

5

4

3

2

1922 წლიდან საქართველოს სსრკ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით არშაკუნის სახლი სამხატვრო აკადემია გახდა.

7

10

9

ინფორმაციის წყარო: არშაკუნის სასახლე-National Geographic

შენობა ტურისტების ყურადღებას დღემდე იპყრობს და სიძველის გასაცნობად შესანიშნავ ადგილად ითვლება.

„არშაკუნის სასახლე“ ამჟამად თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაა, რომელიც გრიბოედოვის N-22-ში მდებარეობს.