ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი იმუნიზაციის კვირეულს 24 აპრილს იწყებს და 28 აპრილს დასრულდება.
ქალაქსა და სოფლებში იმუნიზაციის კვირეული გაიმართება. ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა სირანუშ ტონაკანიანმა განმარტა, რომ მონიტორინგი სოფლებსაც შეეხება.
„სოფლებში, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტებია, აცრებს ექთნები გააკეთებენ. აცრები ჩატარდება პოლიკლინიკაშიც. იმუნიზაციის კვირეულს ვიწყებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – აცხადებს სირანუშ ტონაკანიანი.
იმუნიზაცია ორგანიზმში ინფექციური აგენტის მიმართ იმუნურ სისტემაში პასუხის შექმნა, პოპულაციური იმუნიტეტის ფორმირების გზით ადამიანთა (ცხოველთა) ჯგუფების ინფექციური დაავადებების მიმართ მდგრადობადობის გაჩენაა.
პროფილაქტიკური ვაქცინაცია ბავშვებსა და მოზრდილებს რიგი ინფექციური დაავადებებისგან იცავს: ტუბერკულოზი, წითელა, წითურა, ყბაყურა, პოლიომიელიტი, B ჰეპატიტი, ყივანახველა, დიფტერია, ლამინიტი და Haemophilus influenzae B ინფექცია. ვაქცინაცია დაავადების მიმართ იმუნიტეტს ქმნის, მაგრამ ეს შეიძლება ხანმოკლე იყოს, ამიტომ რევაქცინაციაც ტარდება. ვაქცინები ბიოლოგიური ნივთიერებებია, რომლებიც ორგანიზმში ანტისხეულებს წარმოქმნიან და სხეულს აღნიშნული დაავადებისგან იცავენ. ვაქცინები მოკლული ან ცოცხალი დასუსტებული მიკრობებისგან ან მათი ტოქსინებისგან მზადდება.
ანატოქსინი მოდიფიცირებული ბაქტერიული შხამია, რომელმაც ტოქსიკური თვისებები სპეციალური დამუშავებით დაკარგა, მაგრამ იმუნიტეტის გამოწვევის უნარი შეინარჩუნა.