რუსეთში COVID-19 კორონავირუსის ინფექციის კიდევ 10899 შემთხვევაა დარეგისტრირებული. ეს ახალი რეკორდია, დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 11 656 შემთხვევა გამოვლინდა. რუსეთმა გაასწრო იტალიასა და ინსგლისს, ინფიცირებულ ქვეყნებს შორის ის პირველ სამეულში შევიდა.
BBC-სა და Euronews-ის მოქმედი მედიები აცხადებენ, რომ კორონავირუსით იმფიცირებულ ქვეყნებს შორის რუსეთმა მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა ისეთი წყაროები, როგორიცაა Worldmeter-ი და Coronatracher-ი, რომლებმაც მონაცემები დღეს განაახლეს აცხადებენ, რომ რუსეთში 232 243 შემთხვევაა ფიქსირებული. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანეთის მონაცემები გუშინ, 11 მაისს განახლდა, მაგრამ იქ ინფიცირებულთა რაოდენობა 268143 შეადგენს და რუსეთის მაჩვენებელს აჭარბებს. ამ წყაროების თანახმად რუსეთი მესამე ადგილს იკავებს, ხოლო ესპანეთი მეორეს.
მოსკოვში კორონავირუსითა და პნევმონიით 55 პაციენტი გარდაიცვალა, გარდაცვლილთა რაოდენობამ 1 179 მიაღწია, ინფექციისაგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა- 19 642-მდე ავიდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 1 820 ადამიანი გამოჯანმრთელდა, განაცხადა მერის მოადგილემ ანასტასია რაკოვამ.
11 მაისის მონაცემებით, დღე-ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდული აღმოჩნდა- პლუს 11 656 ადამიანი. ამ სტატისიტკის გავრცელების შემდეგ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არასამუშაო დღეების საერთო რეჟიმი გაუქმდა. ამასთანავე შეზღუდვები შენარჩუნდება- მათ შორის მოსკოვშიც, სადაც 12 მაისიდან ინდუსტრია და მშენებლობა დაშვებულია, მაგრამ ძველებურად დაკეტილია მომსახურების თითქმის ყველა სფერო, სასურსათო მაღაზიების გარდა.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მხარდამჭერი ზომების ახალი პაკეტი იქნა მიღებული, განაცხადა პუტინმა. ის ბავშვების შემწეობის ახალი პორციის გადაცემას დაპირდა. ასევე კრედიტების ზოგიერთი საშემოსავლო გადასახადისა და დავალიანების აღწერის შესახებ განაცხადა, მაგრამ მხოლოდ ბიზნესის იმ ნაწილისათვის, რომელიც თანამშრომლებს სამსახურიდან არ გაათავისუფლებს.
მოსკოვსა და მოსკოვის რეგიონში სამშაბათიდან “ნიღბების რეჟიმის” განხორციელებას იწყებენ. მოსკოვის ხელისუფლებამ მას სამრეწველო საწარმოების სამუშაოების განახლებასთან და COVID-19 დაავადების რისკის გაზრდასთან აკავშირებს.
რუსეთში კორონავირუსის ტემპის შემცირების ტენდენცია დადგინდა, ახლა ის 5,6%-ს შეადგენს, განაცხადა ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ. ეს რიცხვები გასახარებელია, მაგრამ, მეორეს მხრივ, სამწუხაროა, რომ “ქვეყნის ცალკეულ რეგიონებში აბსოლუტური ზრდა ისევ მაღალია”, -აღიარა მან.
რუსეთში კორონავირუსის ლეტალური შემთხვევების მაჩვენებელი მსოფლიოს მაჩვენებელზე 7,4-ჯერ ნაკლებია, ასევე განაცხადა გოლიკოვამ. დრესვე ცნობილი გახდა, რომ მოსკოვში აპრილის თვეში სიკვდილიანობა 18%-ით გაიზარდა.